Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ევროკავშირს მიენიჭა


მშვიდობის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია მიენიჭა ევროპის კავშირს, კონიტენტზე მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მრავალწლიანი ძალისხმევისათვის. ნორვეგიის ნობელის კომიტეტის განცხადებაში ევროკავშირს - 27 სახელმწიფოს გაერთიანებას - აქებენ როლისათვის, რომელსაც ის ექვსი ათწლეულია ასრულებს ევროპაში. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დაასახელა ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, ტორნბიორნ იაგლანდმა: „ევროპის კავშირსა და მის წინამორბედებს ექვსი ათწლეულია, წვლილი შეაქვთ ევროპაში მშვიდობისა და შერიგების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებაში“. ნობელის მიენიჭების ფონია ყველაზე მწვავე ფინანსური კრიზისი ევროკავშირის ისტორიაში. ნორვეგიის ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება - ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერის, ჰერმან ვან რუმპეს განცხადებით, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭებით აღიარებულ იქნა ევროკავშირის, როგორც ყველა დროის „უდიდესი მშვიდობისმყოფელი ძალის" როლი. ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ვაცლავ კლაუსმა ფაქტს უწოდა "ტრაგიკული შეცდომა".
XS
SM
MD
LG