Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ორ ამერიკელ მეცნიერს მიენიჭა


ეკონომიკის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია მიენიჭა ორ ამერიკელ მეცნიერს, ელვინ როთსა და ლოიდ შეპლის. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის განმარტებით, როთი და შეპლი დაჯილდოვდნენ კვლევისთვის „სტაბილური განაწილების თეორიის და ბაზრის დიზაინის პრაქტიკის“ საკითხებზე. ეკონომიკის დარგში ნობელის კომიტეტის წარმომადგენელმა პერ კრუსელმა განაცხადა: „ეკონომიკის დარგში წლევანდელი პრემია ეხება ეკონომიკურ ინჟინერიას - იმის კვლევას, თუ როგორ უნდა მოეწყოს კონკრეტული ბაზრები საიმისოდ, რომ კარგად იმუშაონ.“ ნობელის პრემია უკავშირდება ფულად ჯილდოს რვა მილიონი შვედური კრონის, ანუ 1.2 მილიონამდე ამერიკული დოლარის ოდენობით.
XS
SM
MD
LG