Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლეს ადილობრივი სამშვიდობო კომიტეტის თავმჯდომარე


პაკისტანში თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი სამშვიდობო კომიტეტის თავმჯდომარე, ფატეჰ ხანი. აფეთქება მოეწყო ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბუნერის რაიონის დედაქალაქ დაგარში. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, თავდამსხმელმა თავი აიფეთქა ფატეჰ ხანის ავტომანქანის წინ და დაღუპულებს შორის არიან ხანის სამი მცვლი და ორი გამვლელი. ამ რეგიონში თალიბანი ხშირად აწყობის თავდასხმებს ადგილობრივი სამშვიდობო კომიტეტების წევრებზე, რომლებიც ხელს უწყობენ მთავრობის ჯარებს ექსტრემისტებთან ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG