პარიზის ჩრდილო-დასავლეთში სამზარეულოს ორი დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ქალი დაჭრა. თავდასხმა მოხდა დაახლოებით 11:30 საათზე, მეტროს გაჩერება პორტ-დე-კლიშისთან. ეჭვმიტანილი ინციდენტიდან მალევე დააკავეს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. მან სიტყვით გამოსვლის დროს მადლიერება გამოხადა მის მიმართ.
სომხეთში ივნისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირველი საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი“.
თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ პოლიციამ დააკავა დემონსტრანტი ნოდარ წიწრიაშვილი. იმავე ადგილზე გუშინ, 26 ივლისს, დაკავებულთა სოლიდარობის მიზნით, მას ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: „ბიძინა *ლე? - კი; არა“
11 საათზე დაგეგმილი პრესკონფერენცია 25-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო. მაგიდასთან, შემაღლებაზე მდგარი ხუთი სკამი სამმა კაცმა და ორმა ქალმა დაიკავა. ჟურნალისტებს მათგან მხოლოდ ერთი გაეცნო - გიორგი ქართველიშვილი, მოჭიდავე, MMA-ს მებრძოლი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.
ჩამოტვირთე მეტი