Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტმა თურქეთი გააკრიტიკა


სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმა გააკრიტიკა თურქეთი იმის გამო, რომ ანკარა არ აღიარებს გენოციდად სომეხთა მასობრივ ხოცვას ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს. 24 აპრილს, ხსოვნის დღეს, როცა სომხები დახოცილებს პატივს მიაგებენ, სარქისიანმა თქვა, რომ „თურქეთი აგრძელებს თავის სრული უარყოფის პოლიტიკას“. სარქისიანმა თქვა, რომ სომხეთს ახსოვს ყოველი თურქული ოჯახი, რომლებმაც დახმარების ხელი გაუწოდეს მეზობელ სომხებს ომის დროს. სარქსიანის ნათქვამი მოჰყვა თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის სამძიმარს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის ძალების მიერ დახოცილი, მილიონ-ნახევრამდე სომხის შთამომავლების მიმართ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა ერდოანის სომეხთა მიერ 1915 წელს გადატანილი ტანჯვის ისტორიულ საჯარო აღიარებას. თურქეთი უარყოფს ტერმინ „გენოციდს“ და აცხადებს, რომ ბრძოლას ათასობით თურქიც შეეწირა.
XS
SM
MD
LG