Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი აშშ-ს „ცილისწამების კამპანიაში“ ადანაშაულებს


რუსეთის საგარეო უწყება ვაშინგტონს ადანაშაულებს რუსეთის მიმართ „ცილისწამების კამპანიაში“ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. 26 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში არ სურთ მეორე მხარის არგუმენტების მოსმენა და თავიანთი ქმედებების საფუძვლად ირჩევენ „ანტირუსულ ვარაუდებს, რომლებსაც ინტერნეტში აგროვებენ“. ამ კრიტიკით მოსკოვი გამოეხმაურა თეთრი სახლის ბრალდებას, რომ მოსკოვი, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია „დამნაშავე“ მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებაში. ეს ბრალდება 25 ივლისს გამოთქვა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ირნესტმა. 17 ივლისს ავიაკატასტროფამ 298 ადამიანი შეიწირა. აშშ კონსულტაციებს ატარებს ევროკავშირთან და „დიდი შვიდეულის“ წევრებთან მოსკოვის მიმართ სანქციების გასამკაცრებლად.

XS
SM
MD
LG