Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახაროვის პრემია კონგოელ ექიმს დენის მუკვეგეს მიენიჭა


ევროპის პარლამენტმა გამოაცხადა, რომ „აზრის თავისუფლების - სახაროვის პრემია“ 2014 წელს, მიენიჭა კონგოელ ექიმს, დენის მუკვეგეს. მუკვეგეს სავადმყოფოში, რომელიც კონგოში მოქმედებს, უმკურნალეს მასობრივი გაუპატიურების ათასობით მსხვერპლს. ყოველწლიურ პრემიას, რომელსაც ევროპარლამენტი გასცემს, ანიჭებენ უფლებების დაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლების დამცველებს. მუკვეგეს გარდა პრემიის პრეტენდენტები, ფინალისტები, იყვნენ პროდასავლური მოძრაობა უკრაინაში, ევრომაიდანი და აზერბაიჯანელი უფლებადამცავი ლეილა იუნუსი. პრემია ფულადი ჯილდოს სახით მოიცავს 50 ათას ევროს.

XS
SM
MD
LG