Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-ის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს 6 პირი


გავრცელებული ცნობებით, პოლიციამ 6 პირი დააკავა თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც ჯგუფი „თავისუფალი თაობა“ აწყობდა. სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებულთაგან 5 ჯგუფ „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენელია, ერთი კი აქციაში მონაწილე მოქალაქე. როგორც იუწყებიან, სამი მათგანი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისთვის, ორი პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის, ერთი - ორივე მუხლით. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებას.

XS
SM
MD
LG