Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: სირიის თავისუფალი არმია ქურთებთან ერთად დაიცავს კობანის


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ სირიის თავისუფალი არმიის 1300 მებრძოლი შეუერთდება ქურთთა ძალებს, რომლებიც სირიის საზღვართან მდებარე ქალაქს, კობანის იცავენ ისლამურ სახელმწიფოდ წოდებული გაერთიანების იერიშებისგან. ერდოანმა ტალინში უთხრა ჟურნალისტებს, რომ სირიელი ქურთები თანახმა არიან სირიის თავისუფალი არმიის მებრძოლები მიიღონ და მოლაპარაკებას აწარმოებენ, როგორ მოხდეს მათი ტრანსპორტირება. სირიელ ქურთთა თქმით, შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.

XS
SM
MD
LG