Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპალში 3200-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა


ნეპალელი ოფიციალური პირების მონაცემებით, 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3200-ს გადააჭარბა. მათივე ინფორმაციით, დაშავდა 6500-ზე მეტი ადამიანი. იუწყებიან აგრეთვე, რომ 26 აპრილს განმეორებითმა მიწისძვრამ ჰიმალაის მთებში მეტი ზვავი გამოიწვია. სამაშველო სამსახურები და ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საავადმყოფოების უმრავლესობა გადავსებულია, მედიკოსებს არ ჰყოფნით აღჭურვილობა და მედიკამენტები. მეწყრების გამო, მაშველებს ხელი ეშლებათ ძნელად მისადგომ რეგიონებში ხალხის დახმარების მცდელობისას. მეზობელმა ქვეყნებმა ნეპალში გააგზავნეს სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავები, დატვირთული სამედიცინო აღჭურვილობით, სურსათით და წყლით. მიწისძვრა ყველაზე ძლიერი იყო სამხრეთ აზიაში ბოლო 80 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. მან დაანგრია კატმანდუს ძველი შენობების დიდი ნაწილი და იმდენად ძლიერი იყო, რომ იგრძნობოდა ინდოეთში, ბანგლადეშში, ტიბეტსა და პაკისტანში.

XS
SM
MD
LG