2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ტრადიციულად, ფიცი დადეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა. პოლიტიკურმა ლიდერებმა და პატრიარქმა შიო მესამემ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ საერთაშორისო ინვესტორები სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან სომხეთის სატრანზიტო პოტენციალით და ქვეყანა გეგმავს, გახდეს „უმოკლესი გზა“ ცენტრალური აზიიდან ევროპამდე.
უკრაინის დედაქალაქ კიევზე მორიგი დარტყმებით დამუქრების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს.
საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, - რომელმაც თითქმის ერთი თვის წინ სამშობლოში საერთაშორისო პასპორტი აიღო, - აცხადებს, რომ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს ხალხს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს და აცხადებს, რომ აშშ დგას „ქართველი ხალხის გვერდით“.
კიევზე „სისტემური დარტყმებით“ რუსეთის მუქარას უკრაინამ „უსირცხვილო შანტაჟი“ უწოდა და პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთზე ზეწოლისა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ.
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, რუსეთი სომხეთს ეკონომიკურ შეზღუდვებს უწესებს და კრძალავს რიგი სომხური პროდუქციის შეტანას მის ბაზარზე, - წერს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.
დროებითი ზავის მიუხედავად, ამერიკელმა სამხედროებმა ირანის სამხრეთში შეტევა მიიტანეს რამდენიმე ობიექტზე.
პოლიციამ კერძო საბავშვო-ბაღის, ABC-ის აღმზრდელი ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძალადობა ასახულია ვიდეოკადრებზეც, რომელიც მტკიცებულების სახით მათ აქვთ.
ჩამოტვირთე მეტი