Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში რჩება


თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა - ანუ, არ დააკმაყოფილა უგულავას ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ფორმის გაუქმებასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 მაისს გაიმართა წინასასამართლო სხდომა 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დარბევის საქმეზე და სხდომა 20 მაისამდე გადაიდო. უგულავას ადვოკატების განცხადებით, უკვე გასულია ცხრა თვე, რაც უგულავა პატიმრობაში იმყოფება სასამართლოს განაჩენის გარეშე აღკვეთის ღონისძიების ფორმის გამო, ამიტომ ის უნდა გათავისუფლდეს.

XS
SM
MD
LG