Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდმა მიაღწია კიევთან შეთანხმებას


2 ივლისს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) განაცხადა, რომ კიევთან მიაღწია შეთანხმებას ნაბიჯებზე 1,7 მილიარდი დოლარის სესხის მისაღებად. სსფ-ს ჯგუფი აკვირდება უკრაინის რეფორმებს მას შემდეგ, რაც უკრაინამ მარტში მიიღო 17,5 მილიონ დოლარიანი, ოთხწლიანი პროგრამის პირველი ტრანში. სსფ-მ არ გამოაცხადა როდის მიეცემა უკრაინას მეორე ტრანში, თუმცა, ითქვა, რომ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკებები ქმედებებსა და პირობებზე. ეს სჭირდება სსფ-ს, რომ შეაფასოს სახელმწიფო ვალის მდგრადობა და პროგრამა სრულად დააფინანსოს. დასაწყისში სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის დახმარების გაწევის პირობად დააყენა კერძო კრედიტორებთან მოლაპარაკება მომავალი 4 წლის განმავლობაში 15 მილიარდი ევროთი ვალის შემცირებაზე. თუმცა, ბოლო ხანს სსფ-მა შეარბილა პოზიცია და განაცხადა, რომ მან შეიძლება გამოუყოს თანხა კიევს იმის მიუხედავადაც, თუ ვერ მიაღწევს ვალის რესტრუქტურიზაციას შეთანხმებას კერძო კრედიტორებთან.

XS
SM
MD
LG