საპატრიარქო შეშფოთებულია და შესაბამისი სამსახურების ჩართვას ითხოვს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, „ისტორიულ ჰერეთში“, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარსა და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებით. მათი თქმით, მე-15 საუკუნის ისტორიულ ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ მათთვის არ უცნობებიათ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო კიკვაძე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, დაადგინოს, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას პოლიტიკოსების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებით შეტანილი მუხლი.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა აშშ-ის მიწვევას და დაესწრება თუ არა „დიდი ოცეულის“(G20-ის) ლიდერთა სამიტს, რომელიც 2026 წლის დეკემბერში მაიამიში გაიმართება.
რუსეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ჰოლდინგში შემავალი ტურისტული კომპანია (РЖД Тур) სომხეთსა და საქართველოს შორის 3-დღიან სარკინიგზო კრუიზს იწყებს.
ლუქსემბურგში ვიზიტად მყოფი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი, რომელიც ამავდროულად არის მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებას უკავშირებს არა მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, არამედ ევროკავშირს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრ სახლში დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნოს CNN-ის, MS NOW-ს და Politico-ს ჟურნალისტები.
24 სექტემბერს რუსეთის ჯარებმა შეტევა მიიტანეს უკრაინის ხარკოვის ოლქის ჩუგუევის რაიონზე. არის დიდი მსხვერპლი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უარყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რიწის ეროვნულ პარკში „ვულკანის ამოფრქვევა“ დაიწყო.
24 სექტემბერს უკრაინაზე რუსეთის საჰაერო შეტევისას უპილოტო საფრენი აპარატები აღმოჩნდნენ უკრაინასთან მოსაზღვრე მოლდოვის და რუმინეთის ტერიტორიებზეც. ეს პირველი შემთხვევა არ არის.
დედაქალაქის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წელს იმავე შენობაში დაასრულებენ - გადაწყვეტილება მიიღო უწყებათაშორისმა კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის მინისტრები: განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე.
ჩამოტვირთე მეტი