Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიცია „ისლამური სახელმწიფოს“ ახალ წინსვლაზე საუბრობს


სირიის ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მიუხედავად რუსეთის საავიაციო იერიშების, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები განაგრძობენ ოპერაციებს და მათ ქალაქ ალეპოს მახლობლად რამდენიმე სოფელი დაიკავეს. ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ხელმძღვანელის რამი აბდულრაჰამის განცხადებით, 9 ოქტომბერს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სოფლებ - თელ სიდენიდან და თელ ქარაჰიდან გააძევეს სხვა ოპოზიციური დაჯგუფებები, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ მოქმედებენ. ობსერვატორიისვე ინფორმაციით, რუსეთის ავიაციის მიერ ისლამისტთა პოზიციებზე განხორციელებული იერიშების მხოლოდ 10 პროცენტი მისწვდა მიზანს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ წუხელ ორმა ფრანგულმა საბრძოლო თვითმფრინავმა განახორციელა საავიაციო დარტყმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ეს არის ფრანგული ძალების მიერ სირიაში მყოფი ექსტრემისტების პოზიციებზე შეტევის მეორე შემთხვევა.

XS
SM
MD
LG