Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო-მ სწრაფი რეაგირების ძალების სამხედრო კონცეფცია დაამტკიცა


ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა სწრაფი რეაგირების ძალების სამხედრო კონცეფცია დაამტკიცეს. ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე გადაწყდა, რომ აღნიშნული ძალების შემადგენლობაში 40 000-მდე სამხედრო იმსახურებს. გარდა ამისა, 2019 წელს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მოწინავე ჯგუფს გერმანია უხელმძღვანელებს. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ უნგრეთსა და სლოვაკეთში ალიანსის ახალი სამეთაურო შტაბები გაიხსნება. ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე, მიესალმა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში ბრიტანელი სამხედროების გაგზავნის შესახებ. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, მაიკლ ფელონის განცხადებით, 100 სამხედრო ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში, 25 კი - უკრაინაში გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG