რუსეთის კულტურის სამინისტრომ განსაზღვრა თემები ფილმებისთვის, რომლებიც 2027 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან. მათ შორისაა უკრაინის წინააღმდეგ ომზე გადაღებული ფილმები.
უკრაინის დედაქალაქ კიევში სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევის შედეგად. რუსეთის ჯარებმა კიევს რაკეტებით დაარტყეს 26 ოქტომბერს გვიან საღამოს და 26-დან 27 ოქტომბრის ღამით. შეტევა იყო დრონებითაც.
რუმინეთის დაზვერვის სამსახურმა ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად გამოავლინა საბოტაჟის მიზნით რუსეთის მიერ კოორდინირებული ქსელი, რომელიც მონაწილეობდა ხანძრის გაჩენაში ქალაქ ბრაშოვში, იარაღის მწარმოებელ ქარხანა Carfil-თან ახლოს მდებარე სამრეწველო პლატფორმაზე.
უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში(რუსულად ალეშკი), რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. მიზანი ადგილობრივ მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება და სურვილის შემთხვევაში, მათი ევაკუაციაა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლას გაამაგრებენ, რათა შესაძლებელი გახდეს სასწავლო წლის ამავე შენობაში გაგრძელება. სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით უნდა შესრულდეს.
პენიტენციური სამსახურის ახალი უფროსი რამაზ თათარაშვილი იქნება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას უწყებაში დაუდასტურეს.
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით "ქართული ოცნების" სარჩელი განიხილება, დღეს 26 ოქტომბერს სხდომა ახსნა-განმარტებების ეტაპზე გადავიდა.
გერმანია ემზადება უკრაინაში წარმოებული, "ბარსის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების შესყიდვისთვის.
პენიტენციური სამსახურის უფროსმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას მიმართა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს პენიტენციურ სამსახურში.
პარტია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელში, რომლითაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას მოითხოვს, მიუთითებს, რომ პარტიების და მათი ლიდერების მიერ ამა თუ იმ მოვლენისგან „გამიჯვნისგან თავშეკავება“ მათი აკრძალვის ერთ-ერთი საფუძველია.
ჩამოტვირთე მეტი