Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში ქოლერით 350-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა


ნიგერიის ხელისუფლება შეშფოთებულია ქვეყანაში ქოლერით დაავადების შემთხვევათა მომრავლებით. ბოლო სამი თვის განმავლობაში ამ სენს 350-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 6400-ს გადააჭარბა. ნიგერიის 36 შტატიდან ავადმყოფობა 12-ს მოედო. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერტთა ვარაუდით, ქოლერის სწრაფ გავრცელებას ხელი შეუწყო სეზონურმა წვიმებმა, სასმელი წყლის უკმარისობამ და ელემენტარული სანიტარული პირობების დაუცველობამ. ნიგერიის მეზობელ კამერუნში ქოლერით 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG