Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის ნობელის პრემია ჩინელ დისიდენტს მიენიჭა


მშვიდობის 2010 წლის პრემია ცნობილ ჩინელ დისიდენტ ლიუ სიაობოს მიენიჭა. როგორც ნორვეგიის ნობელის კომიტეტის პრეზიდენტმა ტურბიორნ იაგლანდმა განაცხადა, - „ჩინეთში ადამიანის ძირითადი უფლებების დასაცავად ხანგრძლივი და არაძალადობრივი ბრძოლისათვის.“ გასულ წელს ჩინეთის სასამართლომ 54 წლის სიაობოს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში დაადანაშაულეს, რადგან პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნებით გამოდიოდა. ნობელის მშვიდობის პრეტედენტთა შორის იყვნენ რუსი უფკლებათდამცველი სვეტლანა განუშკინა, ავღანელი აქტივისტი ქალი სიმა სამარი და გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლი - გერმანიის გაერთიანების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
XS
SM
MD
LG