კვირას, 23 აგვისტოს კიევში ევროპის ექვსი ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ. დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ხელმძღვანელებს რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა დახვდა
23 აგვისტოს, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ მოწყობილი ორი საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 წლის ბიჭი, ხოლო შვიდი სხვა დაშავდა, იტყობინება Reuters-ის სააგენტო პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობაზე დაყრდნობით.
რუსეთის პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა მასშტაბური რეიდი ჩაატარეს ლენინგრადის ოლქის ვიბორგის რაიონის ტყეში, ფინეთის საზღვართან ახლოს გამართულ, დახურულ მუსიკალურ ფესტივალზე, - იტყობინებიან სახელმწიფო სააგენტოები „ტასსი“ და „რია ნოვოსტი“, ასევე მედიაპლატფორმები "Baza" და „ფონტანკა.
შსს რუსული პროგრამის განახლებას 2017 წელს ბათუმში რეგისტრირებული ქართული კომპანიისგან ყიდულობს - შპს „საექსპერტო სისტემები" საქართველოში IKAR Lab 3 Complex-ის ექსკლუზიური და ერთადერთი დისტრიბუტორის სტატუსის დასტურად წარადგენს რუსული კომპანიის ხელმძღვანელის, დმიტრი დირმოვსკის ხელმოწერილ დოკუმენტს.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ვარაუდით, რუსეთი სექტემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საომარი მოქმედებებისთვის დამატებით 300 ათასი ჯარისკაცის გაწვევას გეგმავს.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა აღიარა, რომ მისი ქვეყნის მოქალაქეები „მრავალი პრობლემის“ წინაშე დგანან. აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც შეერთებულმა შტატებმა სანქციების ახალი ტალღა დააწესა, რომლის მიზანიც ირანის ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი იზოლაციაა.
სექსუალურ ძალადობაზე გამოძიება სისხლის სამართლის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს, კაცის გარდაცვალებაზე კი თვითმკვლელობის მუხლით.
23 აგვისტოს ღამეს რუსეთის ქალაქ ორენბურგში უპილოტო საფრენმა აპარატებმა კომპანია Ozon-ის ლოგისტიკის კომპლექსზე მიიტანეს იერიში.
მედიაში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ ცნობები 22 აგვისტოს გამოჩნდა. დმიტრი მენიაევის ბინაში პოლიცია მას შემდეგ შევიდა, რაც მეზობლებმა მძაფრ სუნზე განაცხადეს. როგორც ოჯახი ამბობს, გარეგნულად ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის პერიოდში არჩევნების ჩატარება ამჟამად მეტისმეტად საშიში იქნება უკრაინისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 23 აგვისტოს საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა კანადას, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის ფონზე შეერთებული შტატების წინააღმდეგ საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა.
ჩამოტვირთე მეტი