„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს, 30 აპრილს თბილისში სტუმრად მიიღო არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სახელმწიფო მინისტრი, საიდ ალ ჰაჯერი.
ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ გაავრცელა მკვეთრი განცხადება, რომლის თანახმადაც, ირანი დაიცავს სპარსეთის ყურის რეგიონს.
აზერბაიჯანში ჟურნალისტ აფგან სადიგოვისთვის უცხოური პასპორტის გაცემის პროცესი გაურკვეველი მიზეზით შეფერხდა. ამის შესახებ მისმა მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და მიიჩნია, რომ ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-9 მუხლს (მე-2 ნაწილი), რომლითაც „დაუშვებელია წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
„მედიის განვითარების ფონდმა“ გამოავლინა 75 ანგარიში, რომლებიც სოციალურ ქსელ ფეისბუკში იწონებენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტის შესახებ სახელისუფლებო პოზიციას და ეჭვქვეშ აყენებენ პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას.
30 აპრილს აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ პერმში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით მორიგი შეტევის შესახებ განაცხადა, დარტყმის სამიზნეები კი ისევ არ დაუსახელებია. არსებული ცნობებით, უკრაინულმა დრონებმა კვლავ პერმის ნავთობობიექტებს შეუტიეს.
35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალები შეიქმნა. ამ დღის აღსანიშნად ღონისძიება იმართება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე.
საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ერთ წელიწადში 114-დან 135-მდე ჩამოქვეითდა. ახალი რეიტინგით, ქვეყანა ჩამორჩება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი და პაპუა-ახალი გვინეა.
შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, შეამციროს გერმანიაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების რიცხვი. ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი აშშ-ს გერმანიაში ჰყავს.
რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებული და დამწვარია სახლები და სხვა შენობები. შეტევა გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჩამოტვირთე მეტი