Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში 29 მაღაროელი გადაარჩინეს


ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში, სეჩუანის პროვინციაში კვირას დილით წყალდიდობის შედეგად ქვანახშირის მაღაროში გამომწყვდეული 29-ვე მაღაროელი მიწის ზედაპირზე ამოიყვანეს. ავარიის შემდეგ 13-მა მაღაროელმა მაშინვე მოახერხა მიწის ზედაპირზე ამოსვლა. ჩინეთის მაღაროები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მაღაროებად ითვლება. მარტო გასულ წელს იქ 2600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG