Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში პიკასოს სამასამდე უცნობი ნახატია აღმოჩენილი


საფრანგეთში 71 წლის პენსიონერთან პაბლო პიკასოს აქამდე უცნობი 300-მდე ნამუშევარი აღმოაჩინეს, რომელთა საერთო ღორებულება 80 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ყოფილი ელექტრიკოსის პიერ ლე გენეკის თქმით, როდესაც ის პიკასოს სახლებში სიგნალიზაციას აყენებდა ხოლმე, პიკასო მას ამ ნახატებით ასაჩუქრებდა. როგორც ფრანგული გაზეთი ლიბერასიონი იტყობინება, პიკასოს შთამომავლებსა და ყოფილ ელექტრიკოსს შორის მიმდინარეობს ბრძოლა იმის შესახებ, რომ შესაძლოა 271 ნამუშევარი, რომელიც კუბისტურ პერიოდს მოიცავს და ასევე მხატვრის ჩანაწერების წიგნი, შესაძლოა მოპარული იყოს.

XS
SM
MD
LG