პაკისტანში ექვსი ადამიანი დაიღუპა და, სულ ცოტა, 17 დაიჭრა თვითმკვლელის მიერ პოლიციის მიკროავტობუსთან მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქება მოეწყო ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ბანუში. პოლიციის ცნობით, დაიღუპა ერთი პოლიციელი, დანარჩენები კი სამოქალაქო პირები არიან, მათ შორის ორი ბავშვი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
ყველაზე პოპულარული
1