მოტოციკლის მძღოლების დაჯარიმების შესახებ პოლიციელებზე დაწერილი ფეისბუკპოსტის გამო მოქალაქე ბექა ლოხიშვილს 15- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დღეს, 1 მაისს, გამოაცხადა.
ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გადასცა საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები, მათ შორის ლაზერული იარაღი, რათა მას დაეხმაროს ირანის რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში.
აზერბაიჯანის პარლამენტმა, მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა შეაჩერა. პირველ მაისს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზია მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის მხარდასაჭერად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია. მას ბაქო მიკერძოებულს და დაუსაბუთებელს უწოდებს.
უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის მხრიდან 216 205 დაღუპულის ვინაობა დაადგინეს ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს რუსულმა სამსახურმა და დამოუკიდებელმა გამოცემა „მედიაზონამ“.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილები განისაზღვრა. დადგენილება "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 30 აპრილს გამოსცა.
საქართველოდან გაძევებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა სამშობლოში პასპორტი აიღო. ინფორმაცია გაავრცელა მისმა ცოლმა, სევიჩ სადიგოვამ.
პარლამენტში შექმნილმა „ფასების კომისიამ“ საქართველოში პროდუქტის გაძვირების მიზეზებზე ისაუბრა. კომისიის თავმჯდომარემ, მილიონერმა დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ მიზეზი არა „გადაჭარბებული მოგება“, არამედ პროცესების არაეფექტურობაა.
დღეიდან, 1 მაისიდან ამოქმედდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ჯარიმის ოდენობები იზრდება. შსს ამას „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის“ საჭიროებით ხსნის.
რუსეთის ნავთობობიექტებზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევების შედეგად რუსეთში ნავთობის გადამუშავება დღე-ღამეში 4,69 მილიონ ბარელამდე შემცირდა, რაც 2009 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ჩამოტვირთე მეტი