Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა მიმართვა გაეროს გენერალური მდივნის ოფისს გადაეცა


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა ”გზავნილი ცივილიზებულ მსოფლიოს” ნიუ-იორკში გადაეცა გაეროს გენერალური მდივნის ოფისს. მიმართვის 12 ათასი ხელმომწერი საქართველოს დეოკუპაციას და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნებას ითხოვს. იძულებით გადაადგილებულთა მიმართვაზე ხელმოწერა შარშან აგვისტოში დაიწყო და საქართველოს გარდა, კიდევ ათ ქვეყანაში მიმდინარეობდა. დევნილთა გზავნილი გაეროს შტაბ-ბინას გადასცა ნიუ-იორკის ქართულმა სათვისტომომ. გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა ლომაიას, განცხადებით, დიასპორის წევრებს შეხვდა გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელი, რომელმაც მიმართვას ჰუმანიტარული ინიციატივა უწოდა. ლომაიას თქმით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური ნორმა სწორედ დევნილთა დაბრუნების უფლებას უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG