Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის გადადგომას იემენშიც მოითხოვენ


პრეზიდენტის მოთხოვნით საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა იემენში. ქვეყნის დედაქალაქ სანაას მასშტაბით 20 ათასამდე მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში და ითხოვდნენ პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის დადაგომას, რომელიც ქვეყნის სათავეში 30 წელი იმყოფება. თუმცა, ქალაქის ცენტრში თავშეყრილები არიან პრეზიდენტის მომხრეებიც. დემონსტრაციები იემენში სულ უფრო ხალხმრავალი ხდება მიუხადავად პრეზიდენტ სალეჰის დაპირებისა, რომ პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ, 2013 წელს აღარ დარჩება ხელისუფლებაში და ძალუფლებას საკუთარ შვილს გადააბარებს.
XS
SM
MD
LG