Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრიპოლიში განხორციელებულ საჰაერი შეტევას ასობით დემონსტრანტი ემსხვერპლა


ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი უარყოფს გავრცელებულ ხმებს მისი ქვეყნიდან გაქცევის შესახებ. ორშაბათს საღამოს ნაციონალური სატელევიზიო არხებით გამოსვლისას მან მოუწოდა მოსახლეობას არ დაუჯერონ უცხოური ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მისი ვენესუელაში გაქცევის შესახებ. რამდენიმე ხნით ადრე მის გამოსვლამდე ლიბიის ხელისუფლებამ დედაქალაქ ტრიპოლისა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საჰაერო შეტევა განახორციელა დემონსტრანტებზე. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია ასობით ადამიანი. თუმცა, კადაფის ვაჟი აცხადებს, რომ საჰაერო იერიში მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე განხორციელდა, რომლებიც რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა დაიპყრეს.

XS
SM
MD
LG