Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთის რეგიონი სტიქიამ დააზარალა


სტიქიამ კვლავ სერიოზულად დააზარალა კახეთის რეგიონი. ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის რაიონის 11 სოფელში გაანადგურა ვენახები, სიმინდის ნათესები, საზამთროს ბაღჩები და ხეხილის ბაღები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცნობით, ზოგიერთ სოფელში მოსავალი სრულად განადგურდა. სეტყვას თან ახლდა ძლიერ ქარი, რომელმაც ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და ლაგოდეხის რაიონის სოფლებს ენერგომომარაგების პრობლემაც შეუქმნა.
XS
SM
MD
LG