Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვმა 51-ს მიაღწია


პარასკევს პაკისტანში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვმა 51-ს მიაღწია. როგორც პაკისტანის ხელისუფლება იტყობინება, 120-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, მათი ნახევარი საავადმყოფოში იმყოფება. აფეთქება მოზარდმა თვითმკვლელმა მოაწყო ქალაქ ჯამრუდის მეჩეთში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელსაც ერთ-ერთ ადგილობრივ ტომთან მტრობა აქვს. ბოროტმოქმედება მწვავედ გააკრიტიკეს გაერომ და შეერთებულმა შტატებმა.
XS
SM
MD
LG