Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გააუქმა უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი


ევროკავშირმა გააუქმა უკრაინის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი მას შემდეგ, რაც კიევში პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციის ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის პრესმდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ვიზიტი გაიმართება მას შემდეგ, რაც „უფრო ხელსაყრელი პირობები შეიქმნება“ ორმხრივ ურთიერთობაში წინსვლის მისაღწევად. იანუკოვიჩი ხუთშაბათს ბრიუსელში უნდა შეხვედროდა ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპესა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს. ევროკავშირი აცხადებს, რომ სურს, იხილოს „პროგრესი“ ტიმოშენკოს საკითხში და უკრაინაში კანონის უზენაესობის მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესება. რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ტიმოშენკოს პატიმრობას ის უკრაინის საშინაო საქმედ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG