Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიმ ჩენ ინი „უმაღლეს ლიდერად“ გამოცხადდა


კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გარდაცვლილი ლიდერის ერთ-ერთი შვილი, კიმ ჩენ ინი „მმართველი პარტიის, სახელმწიფოსა და არმიის“ უმაღლეს ლიდერად გამოცხადდა. 29 დეკემბერს ფხენიანში კიმ ჩენ ირის უკანასკნელი სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა. ტრიბუნაზე მყოფმა ჩრდილოეთ კორეის მეორე პირმა, უმაღლესი სახალხო კრების თავმჯდომარემ კიმ იონ ნამმა განაცხადა, რომ „ამხანაგ კიმ ჩენ ინის ხელმძღვანელობით, ხალხის მწუხარება ათასგზის უფრო დიდ ძალად გადაიქცევა.“ მთელ ჩრდილოეთ კორეაში სამ წუთიანი დუმილი გამოცხადდა ქვეყნის ყოფილი ლიდერის კინ ჩენ ირის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც 28 დეკემბერს მემორიალურ კომპლექსში, შუშის სარკოფაგში დაკრძალეს. იქვე განისვენებს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი კიმ ირ სენი, რომელიც 1994 წელს გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG