22 სექტემბერს გამთენიისას თბილისში დააკავეს ძმები, 40 წლის გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, - რომელთა სახელსაც მედია წლების განმავლობაში უკავშირდება კრიმინალურ სამყაროს.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე აცხადებს, რომ 16-წლიანი ხელმძღვანელობისა და სისტემაში 19-წლიანი მუშაობის შემდეგ, ადმინისტრაციის დირექტორის პოსტი 21 სექტემბრიდან დაატოვებინეს.
საქართველოსა და თურქეთის ლიდერებმა 22 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში შეხვედრა გამართეს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის ადმინისტრაციის მცდელობებს, დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი, ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ აქვს, კვლავ განაცხადა, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს.
22 სექტემბერს დილით აფეთქებები იყო რუსეთის სამარის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ სამარაში.
რუსეთის ჯარებმა 21-დან 22 სექტემბრის ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე და დნეპროპეტროვსკის ოლქზე. არის მსხვერპლი.
OpenAI-მა, აშშ-ში დაფუძნებულმა სამეცნიერო-კვლევითმა ორგანიზაციამ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევებსა და განვითარებაზე მუშაობს, მოუწოდა შეერთებულ შტატებს, გაუძღვეს გლობალურ ძალისხმევას ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტანდარტების შემუშავების საქმეში.
CNN-მა, MS NOW-მ და Politico-მ უჩივლეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მისი ადმინისტრაციის სხვა წევრებს თეთრი სახლის ტერიტორიაზე მათი დაშვების აკრძალვის გამო და განაცხადეს, რომ ამ ქმედებით დაირღვა აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებული სიტყვისა და თავისუფალი პრესის უფლებები.
„ევროპის სახალხო პარტია“ ითხოვს, პატიმრობიდან გათავისუფლდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ბარამიძე. ევროპული პარტია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, „შეწყვიტოს პროდასავლური ოპოზიციის პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს გიორგი ბარამიძე და საქართველოში მყოფი სხვა პოლიტპატიმრები“.
საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. დოკუმენტს ხელი მოწერეს „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე.
დიპლომატების განცხადებით, საფრანგეთის მოთხოვნის შემდეგ, 21 სექტემბერს ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, გააუქმონ რუსი ბიზნესმენების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.
ჩამოტვირთე მეტი