"რუსეთს შეიძლება გაუმკლავდე მხოლოდ ძალით და ერთსულოვნებით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 22 სექტემბერს ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
22 სექტემბერს ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობის პარალელურად, ხელი მოეწერა შეთანხმებას აშშ-სა და დანიის სამეფოს, აგრეთვე გრენლანდიის მთავრობას შორის.
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩასული „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, რომელიც შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტი იგნასიო კასისია. ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის პრესსამსახური.
„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა გოგა კიკილაშვილი, რომელიც ამავე სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის ვაჟია.
“ამერიკა დაბრუნდა და დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს” - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას.
ანი ნადარეიშვილი, რომელიც პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის, ბაჩო ახალაიას ცოლია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდა. მისი თქმით, შეთავაზება მიიღო პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილისგან, რომელიც ამ პარტიის ლიდერი და ყოფილი თავმჯდომარეა.
ყვარელში ყურძნის ფასით უკმაყოფილო მევენახეების აქცია დასრულდა, ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე აღდგენილია მოძრაობა, რომელიც თითქმის 24 საათის განმავლობაში იყო პარალიზებული.
„ამ წუთიდან ვაცხადებ შიმშილობას…“ - განაცხადა დღეს, 22 სექტემბერს, პროკურატურასთან გამართულ აქციაზე Covid-19-ით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა.
გარდაცვლილი პედაგოგის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვანი გოგოს, ნ.ი.-სა და ა.ბ.-ის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 სექტემბერს დაიწყო. ისინი ბრალს არ აღიარებენ. საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე განიხილავს.
ყვარელში მევენახეების საპროტესტო აქციების პასუხად, სახელმწიფომ ყურძნის ჩასაბარებელი ფასები შეცვალა და გაზარდა, თუმცა ჯერჯერობით დემონსტრანტები პროტესტს არ წყვეტენ, რადგან არც ახალი პირობები არ აკმაყოფილებთ.
ევროპის საბჭოს მედიის დეპარტამენტი რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან“ ერთად ბახმაროში ჩატარებული სემინარი, - რის შემდეგაც საქართველოს აუდიტის სამსახურმა მონიტორინგი დაიწყო, - გაიმართა ევროსაბჭოს „საქართველოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 768 107 ლარის მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
ჩამოტვირთე მეტი