სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ევროკავშირის წევრ დიდ ქვეყნებს სურთ გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმება, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მცირე სახელმწიფოების გავლენას.