რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიები, რომლებზეც პრეტენზიას მოსკოვი აცხადებს, „ისტორიულად რუსული მიწებია.“
იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასახლებული ისრაელელები, აშშ-ის ჟურნალისტსა და ევროპელ დიპლომატებზე თავდასხმაში 10 ეჭვმიტანილიდან ცხრა, საპატიმროდან გაუშვეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს, განაცხადა მოსახლეების დამცველმა იურიდიულმა ფირმამ - იტყობინება Reuters-ის სააგენტო.
ევროკომისიის განცხადებით, უარკოჰოლო სასმელების ინდუსტრიის გოლიათები — Coca-Cola, Nestle და Danone — ევროკავშირის ზეწოლის შედეგად დათანხმდნენ, შეცვალონ პლასტმასის ბოთლებზე დატანილი ინფორმაცია ამ ბოთლების მასალის "გადამუშავების" შესახებ.
ხუთშაბათ საღამოს, 22 ოქტომბერს დიდუბეში, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) და მის ოფიციალურმა პირებს ევროკავშირის 2026 წლის სახაროვის პრემია მიენიჭათ ადამიანის უფლებების დარგში, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.
პოლონეთმა დააკავა რუსი ოპოზიციონერი მხატვრისა და "აქციონისტის", სემიონ სკრეპეცკის (რობერტ კუზოვკოვი) მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი, საქართველოს 22 წლის მოქალაქე.
გერმანიის პოლიციამ დააკავა უკრაინელი კაცი, რომელსაც ბრალად ედება რუსეთის სადაზვერვო სამსახურისთვის ჯაშუშობა „სამხედრო მნიშვნელობის ინფორმაციის“ მოპოვების მიზნით, - განაცხადა ფედერალურმა პროკურატურამ.
22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოდ დამნაშავედ ცნო ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ორი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში ბრალდებულები, ლევან ზარდიაშვილი და საბა მინდიაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე მეორე დღეა, განიხილება ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხი - ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები შუამდგომლობებს აყენებდნენ, მოსამართლეთა კოლეგია კი, პირველი დღის მსგავსად, მათ უარს ეუბნებოდა.
გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტის დიტო ჩუბინიძე, რომელსაც დავითგარეჯის „გაყიდვის“ შესახებ პრემიერის დადანაშაულებისა და მსგავსი განცხადებების გამო სამშობლოს ღალატს ედავებიან, ბრალდებით გაკვირვებულია, – განუცხადა მისმა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას.
პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, ისრაელის დარტყმებისა და ცეცხლის გახსნის შედეგად ხუთშაბათს ცალკეულ ინციდენტებში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, განაცხადეს ტერიტორიის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა.
ჩამოტვირთე მეტი