Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის სენატმა პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი


ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ხმათა უბრალო უმრავლესობით ქვეყნის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. პარლამენტის წევრებმა მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა გამოიძიოს პრეზიდენტის მიერ ამა წლის დასაწყისში გამოცხადებული ამნისტიის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი. კერძოდ, ამნისტიით შეწყდა ფინანსურ დანაშაულობებთან დაკავშირებული რეზონანსული საქმეები. მათ შორის ბიზნესმენ ტომას პიტრასა და ჩეხეთ-მორავიის საფეხბურთო ფედერაციის ყოფილი თავკაცის ფრანტიშეკ ხვალოვსკის საქმეები. პირველი გადასახადების თავის არიდებაში, მეორეს კი 11 მილიონი ფუნტ სტერლინგის მითვისებაში იყო ეჭვმიტანილი. ჩეხი სენატორების გადაწყვეტილებას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან ვაცლავ კლაუსის საპრეზიდენტო უფლებამოსილება 7 მარტს იწურება. მის ადგილს დაიკავებს მილოშ ზემანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჩეხეთის რესპუბლიკაში პირველად გამართულ საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნებში მოიპოვა გამარჯვება.
XS
SM
MD
LG