Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიკამენტების ნაწილი დღეიდან რეცეპტის გარეშე აღარ გაიცემა


დღეიდან მედიკამენტების გარკვეული ნაწილი რეცეპტის გარეშე აღარ გაიყიდება. "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილების მიხედვით, რომელიც ძალაში 1 სექტემბრიდან შედის, ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვას ე.წ. მეორე კატეგორიის მედიკამენტები, მათ შორის საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა სახის მედიკამენტი ექვემდებარება.

XS
SM
MD
LG