დედის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს ციხეში სცემეს, - სპეციალური პენიტენციური სამსახური ამას „კატეგორიულად უარყოფს“. დედა შეხვედრას ითხოვს, პენიტენციურში კი ამბობენ, რომ „პაემნებზე შეზღუდვა აქვს“.
მანანა კობახიძემ სარჩელის განხილვისგან თავის არიდება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაადგინა, რომ “ქართული ოცნების” სარჩელი, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუცურად გამოცხადების მოთხოვნით, სასამართლოს ყველა მოსამართლეს, ანუ პლენუმს უნდა განეხილა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 19 ოქტომბერს თეირანში ჩავიდა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაყჩისთან და პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან შესახვედრად. მისი ვიზიტის ფონია კითხვები იმის თაობაზე, თუ რა ტიპის დახმარებას უწევს მოსკოვი ირანს აშშ-ის წინააღმდეგ ომში.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს „უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები“ და აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს.
ლიეტუვის და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედროები 19-დან 30 ოქტომბრამდე მართავენ ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებელ წვრთნებს ქვეყნის დასავლეთით - მათ შორის ბალტიის ზღვის აკვატორიაში და კლაიპედის პორტის რაიონში. ამ ცნობას ავრცელებს კლაიპედის ადმინისტრაცია.
ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰესის, ენგურჰესის მმართველი კომპანია შპს „ენგურჰესი“ აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 24-25 ივლისს საქართველოს სრული ჩაბნელების დროს, "1,3 ,4 და 5 გენერატორების აგზნების სისტემები და ძაბვის რეგულატორები" სათანადოდ არ რეაგირებდნენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ 19 ოქტომბერს სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რომლითაც გამოეხმაურა უკრაინაში ომის დასრულების საკითხის განხილვის მიზნით აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრას.
2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე მსჯავრდებულ „ბათუმელ მედროშეს“, ზურაბ ჭავჭანიძეს, საპროცესო შეთანხმება უფორმდება. ის ციხეს ნოემბრის დასაწყისში დატოვებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა 19 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა დაასახელა ოთხი დეპუტატი, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ.
ტელეკომპანია „ფორმულის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის არმია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ეს თავდასხმები ზიანს აყენებს დიზელის საწვავის მსოფლიო ბაზარს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ჩამოტვირთე მეტი