Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში გააპროტესტეს ბანკებიდან მილიარდი დოლარის გაქრობა


3 მაისს ათასობით ადამიანი გამოვიდა მოლდავეთის დედაქალაქში ქვეყნის სამი ბანკიდან 1 მილიარდი დოლარის - ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მეხუთედის გაქრობის გასაპროტესტებლად. მოლდავეთის ხელისუფლებამ ახლახან წამოიწყო გამოძიება 2014 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ თანხის გაქრობის საქმეზე. შედეგად, ორი პირია დაკავებული. მათი ვინაობა არ სახელდება. საქმეში მონაწილეობაში სხვა არაერთი ეჭვმიტანილის ანგარიშები გაყინეს. კიშინიოვში საპროტესტო აქციაში მონაწილეები ანტი-კორუფციულ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ და გამოდიოდნენ გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლისა და მათი აზრით, სკანდალში გახვეული ზოგიერთი პოლიტიკოსის თანამდებობებიდან გათავისუფლებისკენ მოწოდებით. „ძირს ქურდები!“, „მოვითხოვთ მილიარდის დაბრუნებას!“, გაიძახოდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც მოლდავეთისა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ. ინფორმაცია რაიმე ძალადობრივ ქმედებაზე არ გავრცელებულა.

XS
SM
MD
LG