Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო ოდესის გუბერნატორის პოსტზე განიხილავს სააკაშვილის კანდიდატურას


უკრაინის მთავრობის პრესმდივნის ცნობით, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ოდესის რეგიონის გუბერნატორის პოსტზე განიხილავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას. პოროშენკოს პრესმდივანმა, სვიატოსლავ ცეგოლკომ “ფეისბუქით” დაწერა, რომ სააკაშვილთან შეხვედრა “დღეს” დაინიშნა და რომ პოროშენკო ამ შეხვედრის შედეგის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. შეხვედრის გამოცხადებას წინ უსწრებდა მინისტრთა კაბინეტის რეკომენდაცია სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის თაობაზე. პოროშენკოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვალერი ჩალიმ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, შანსი, რომ პოროშენკო კაბინეტის წინადადებას დათანხმდება, 99 პროცენტიაო.

XS
SM
MD
LG