აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციის დროს კონფლიქტი მოხდა. როგორც დემონსტრანტები ჰყვებიან, რუსულად მოსაუბრე გამვლელები, რომლებმაც ასევე იცოდნენ ქართული, შეძახილმა „რუსეთი ოკუპანტია“ გააღიზიანა.
2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომლითაც 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგიერთი საბანკო ოპერაცია ორი დღით, 48 საათით შეჩერდება.
პარტია „ქართულ ოცნებაში“ გამართულ უმრავლესობის სხდომაზე პოლიტიკოსებმა იმსჯელეს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადისთვის დაწესებული 40 000-ლარიანი ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
"ჩვენს დღევანდელ ოპონენტებს დიდი ხნის წინ უნდა ესწავლათ ისტორიის მრავალი გაკვეთილი და გაეცნობიერებინათ, რომ რუსეთთან სანქციებისა და მუქარების ენით ლაპარაკს პერსპექტივა არ გააჩნია", - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
დღეს, 31 აგვისტოს საპროცესო შეთანხმება გაუუქმდა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს. მისი საქმე საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა განსახილველად.
პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, - რომელსაც ახლა 750 000 ლარის ქრთამის აღებასაც ედავებიან, - გასულ კვირას ოჯახთან დანიშნული პაემანი გაუუქმეს, აცხადებს მისი ადვოკატი.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში სამი დაღუპულისა და 20-ზე მეტი დაშავებულის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ შუვაევმა.
ჩამოტვირთე მეტი