შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 11:11

პოლიტიკა

გამოსახლებებისა და გამოცდების შედეგების კვირა

დევნილებს, რომელთაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს, ექიმი სინჯავს

ტექსტის ზომა - +
29.08.2010
კვირის მოვლენები,დევნილთა თემით დავიწყოთ, იმ პროცესზე საუბრით, რომელსაც სამეცნიერო დონეზე შესაძლოა ჯენტრიფიკაციაც ეწოდოს. ჯენტრიფიკაცია ნიშნავს ქალაქიდან - ძირითადად ქალაქის ცენტრებიდან - იმათ გაყვანას, ვისაც იქ ცხოვრების სახსრები აღარ აქვთ.
23-29 აგვისტო 2010
28 აგვისტო 2010

მარიამობასთან დაკავშირებით 240 პატიმარი შეიწყალეს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 240 პატიმარი შეიწყალა. მათგან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 211 პატიმარი.

27 აგვისტო 2010

აუდიო რის გამო შეიძლება დაიწყოს ომი რუსეთმა საქართველოსთან?

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთმა საქართველოსთან შესაძლოა ახალი ომი გააჩაღოს. ამ შინაარსის განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 26 აგვისტოს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

აუდიო თვითმმართველობა სუსტია, გაძლიერების ეშინიათ

ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების პერსპექტივები და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს კონფერენციაზე, რომელსაც ქართველი და სომეხი ექსპერტები და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: პაატა ზაქარეიშვილი

27 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი იყო. მან რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების 2 წლის განმავლობაში შექმნილ ახალ რეალობაზე ისაუბრა.

აუდიო რა სურთ სერბებს?

როდესაც საქმე კოსოვოს შეეხება, დასავლეთი და სერბია განსხვავებულ რეალობებში ცხოვრობენ. სერბია კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის პროცესი დასრულებული არ არის, დასავლეთი კი, უფრო და უფრო გაღიზიანებული, საპირისპიროს ამბობს.

აუდიო ოჰანესიანი: აზერბაიჯანის S-300 პრობლემას არ წარმოადგენს

ერთი კვირის წინ რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალითაც, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნა 2044 წლამდე ხანგრძლივდება.

26 აგვისტო 2010

აუდიო გარემოვაჭრეებისა და დევნილების ერთობლივი აქცია

26 აგვისტოს თბილისის საკრებულოს შენობასთან შეკრებილმა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დევნილების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილება და გარევაჭრობის მოწესრიგებული სახით აღდგენა მოითხოვა.

აუდიო ორი წელი კრემლის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარებიდან

მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა და დამკვიდრებულ ”ახალ რეალობაზე” ალაპარაკდა, საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ გადადგმულ კრემლის ამ ნაბიჯს მხოლოდ სამი მიმბაძველი გამოუჩნდა.

აუდიო სოციალური და დემოგრაფიული მდგომარეობა აფხაზეთში

რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, - ამბობენ აფხაზეთში მცხოვრებნი. წარჩელმა, გალელმა და ჩხორთოლელებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

აუდიო აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური ავღანეთიდან ჯარის გაყვანის შესახებ

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაურს გენერალ კონუეის პრეზიდენტ ობამას მიერ დადგენილი ვადა, დაიწყოს ჯარის გაყვანა ავღანეთიდან 2011 წლის ივლისში, თალიბანისთვის იმედის მიმცემ ფაქტორად მიაჩნია.

აუდიო ჰუმანიტარული მისია პოლიტიკური ქვეტექსტით

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა მისიით, უზრუნველყოს საპატიმროდან თავისი თანამოქალაქის, სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტის, აჯალონ მალი გომესის გამოშვება.

25 აგვისტო 2010

აუდიო თბილისის მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ განკარგვაში ადანაშაულებენ

ოპოზიციური პარტიის "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი, თბილისელების კეთილდღეობის ნაცვლად, ბუნდოვან, გაუგებარ პროექტებზეა გახარჯული.

აუდიო შავი ძაფით გაკერილი პირი

ათამდე ადამიანი მეორე დღეა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ შიმშილობს, აქედან ოთხს პირი აქვს აკერილი. სამინისტროში ხელმძღვანელი თანამდებობის პირები შვებულებაში არიან.

დევნილების იმედად მყოფი ფოცხოეწერლები

ფოცხოეწერი - სოფელი, სდაც ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში ენგურჰესის მშენებლებისთვის ოთხსართულიანი კომპაქტური კორპუსები აშენდა, დღეს შველას ითხოვს. შენობების უმრავლესობა, სადაც ამჟამად თაღოვანი კაშხლის მუშები და მათი შვილები ცხოვრობენ, ავარიულია.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ ხიდაშელი

25 აგვისტოს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. სტუმარმა ისაუბრა ახალ ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე.

აუდიო დამტკიცდა ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია დამტკიცდა. პრეზიდენტის ბრძანებულებითვე, საქართველოს მთავრობამ 1 სექტემბრამდე დასამტკიცებლად უნდა წარადგინოს „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“

აუდიო ვის ეწინააღმდეგება სოხუმი - საქართველოს თუ რუსეთს?

აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის მიერ მოსკოვიდან მიღებული პროექტის იგნორირებას არაერთგვაროვანი ვარაუდები და განმარტებები მოჰყვა. საუბარია რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში არსებული სხვადასხვა სახის ქონების დაკანონების პერსპექტივაზე.

აუდიო უკრაინა დამოუკიდებლობის მიღებიდან 19 წლის შემდეგ

უკრაინაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებები ტარდებოდა. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მეცხრამეტე წლისთავს უკრაინას სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ულოცავდნენ.

24 აგვისტო 2010

აუდიო სკოლა 28 მოსწავლისთვის

ორსართულიანი შენობა, რომელსაც თითქმის ყველა ფანჯარა და კარი დამპალი აქვს და სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდის, ფოცხოეწერის სკოლაა. სკოლა სოფლის ბოლოშია. შენობაში ინვენტარიც ძველია. მოსწავლეთა რაოდენობა მხოლოდ 30-ია.

აუდიო დევნილებს მდგომარეობა გაუუარესდათ

სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოუწოდებს, დევნილებს მალე შეუქმნას ადეკვატური საცხოვრებელი პირობები.

აუდიო გენერალი პეტრეუსი: ნატო თალიბანთან ბრძოლაში უპირატესობას დაიბრუნებს

BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების მეთაურმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ თალიბანის საბრძოლო აქტიურობა ავღანეთში შექცევადი ხდება.

აუდიო მოსკოვსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა

ჯერჯერობით სიტუაცია ნიადაგის მოსინჯვას უფრო ჰგავს. ავიაკომპანიების ბილეთების დაჯავშნა მხოლოდ ორთვიან ვადაში შეგიძლიათ. ფასებიც შემოვლით გზებზე ძვირია, თუმცა მგზავრობაში ნაკლები დრო იხარჯება - ორ საათზე ცოტა მეტი და თბილისში ხართ.

23 აგვისტო 2010

აუდიო 23 აგვისტო - ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღე

საქართველოში პირველად აღნიშნავენ ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. 23 აგვისტო ხსოვნის დღედ პარლამენტმა 21 ივლისს გამოაცხადა და რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის ხელმოწერას დაუკავშირა.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ლაშა ჩხარტიშვილი

23 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის პროგრამის სტუმარი იყო კონსერვატორი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც დევნილთა და გარემოვაჭრეთა აქციების ორგანიზატორია. სტუმარმა სახელმწიფო პოლიტიკასა და საპროტესტო გამოსვლების მიზნებზე ისაუბრა.

23-29 აგვისტო 2010

კალენდარი

აირჩიეთ კატეგორია :