შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 11:13

პოლიტიკა

პუტინის ეჭვების, გაეროს თეორიული შანსისა და ქართული ტაძრების ”რესტავრაციის” კვირა

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი

ტექსტის ზომა - +
05.09.2010
კვირის დასაწყისში გაირკვა, რომ ვლადიმირ პუტინი ამერიკას რევანშისტულად განწყობილი საქართველოს კვლავინდებურად შეიარაღებაში, ანუ, ლოგიკურად, ომისთვის მზადების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
30-05 სექტემბერი 2010
04 სექტემბერი 2010

აუდიო ოპოზიციისთვის ახალი სეზონი იწყება

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა ახალი, საშემოდგომო პოლიტიკური სეზონისთვის თადარიგის დაჭერა დაიწყეს. მომავალი კვირიდან პარტიები შემუშავებულ სტრატეგიაზე, სამოქმედო გეგმებსა და ხელისუფლებასთან ოპონირების ფორმებზე საუბარს აპირებენ.

მთიან ყარაბაღთან შეიარაღებული შეტაკება მოხდა

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა მოიგერიეს აზერბაიჯანიდან გადმოსული სამხედრო ჯგუფის შეჭრის მცდელობა. აზერბაიჯანი იტყობინება, რომ აღკვეთა სომხური რაზმის მხრიდან მომხდარი შეტევის მცდელობა.

03 სექტემბერი 2010

აუდიო სერგეი შამბა: თბილისის მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე ლტოლვილების საკითხი ვერ გადაიჭრება

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის, "ეხო კავკაზას" სპეციალური კორესპონდენტი ოლესია ვართანიანი სოხუმში ესაუბრა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს სერგეი შამბას.

აუდიო რესტავრაცია? - ქართული კვალის წაშლა?

დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ, თავმჯდომარემ პოლიტიკური პარტიისა ”ჩვენ თვითონ”, ბრიფინგი გამართა და რუსეთის პატრიარქს მიმართა თხოვნით, ჩაერთოს იმ პროცესში, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიზე მიმდინარეობს.

აუდიო ყოფილ პრეზიდენტს უფლება აქვს გახდეს პრემიერ-მინისტრი

ბერლინის საერთაშორისო კონფერენციის დეტალები დღემდე დავის საგანია. საქმე ეხება ირაკლი ალასანიას ღია წერილს, რომელიც კონფერენციის დაწყებამდე კონფერენციის მონაწილეებს დაეგზავნათ. ალასანიას პარტია კონსტიტუციაში დამატებას ითხოვს.

აუდიო გაეროს მისიის საკითხს სოხუმი მხოლოდ თეორიულ დონეზე აღიქვამს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელი ჟენევაში ვიაჩესლავ ჩირიკბა მედიის მიერ ატეხილ ხმაურს გადაჭარბებულს უწოდებს. საუბარია ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობაზე, თითქოს სოხუმი მზად იყოს სეპარატისტულ რეგიონში გაეროს მისია დააბრუნოს.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი პეტრიაშვილი

3 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ახლა უკვე დუმილის აქციებით ცდილობს შრომის კოდექსის შეცვლას.

აუდიო პოლონეთი: შიდაპოლიტიკური უთანხმოება საქართველოს გამო?

გასულ კვირაში პოლონეთში მოხდა შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც საქართველოს უკავშირდებოდა: საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანა ფოტიგამ პროტესტი გამოთქვა იმ შეფასებების გამო, რომლებიც საქართველოზე გააკეთა პრეზიდენტმა კომოროვსკიმ.

02 სექტემბერი 2010

აუდიო რა მისიას შეასრულებს ამერიკის დარჩენილი არმია ერაყში

ერაყში დარჩენილი აშშ-ის არმია 1 სექტემბრიდან ახალ ოპერაციას შეუდგა სახელწოდებით „ახალი განთიადი“. პენტაგონის ინფორმაციით, 50-ათასკაციანი სამხედრო ძალის მთავარ ამოცანას ავღანეთის არმიისა და უსაფრთხოების ძალების „მხარდაჭერა და წვრთნა“ წარმოადგენს.

აუდიო უმცირესობებს დამატებითი საკონსტიტუციო გარანტიები არ სჭირდებათ?

ახალი ჩასწორებებით, უმცირესობებისთვის კონსტიტუციაში სპეციალური გარანტიები ჩადებული არ არის, თუმცა, ავტორთა თქმით, უმცირესობები ისეთივე მოქალაქენი არიან, როგორიც სხვები.

აუდიო მედვედევის ვიზიტი კონფედერაციის ფონზე

ექსპერტები ბაქოში დმიტრი მედვედევის 2-დღიან ვიზიტს მოსკოვის მიერ ბაქოს დაშოშმინების მცდელობად აღიქვამენ. რა ანგარიშები აქვს სომხეთთან დაახლოებულ რუსეთს აზერბაიჯანთან და რა ვითარებაა ამ დროს სამხრეთ კავკასიის მესამე ქვეყნის, საქართველოს, გარშემო?

აუდიო აზერბაიჯანის ერთ სოფელში წყლის ზიდვა ქალის საქმეა

ქალებივე ასრულებენ ისეთ სამუშაოს, როგორიც წყლის ზიდვაა, ხშირად - არცთუ ახლო მანძილიდან. და წყალზე მიმავალ ქალებს სოფლის კაცები, ჯგუფ-ჯგუფად მსხდომი, ჩაის სმით ან დომინოს თამაშით დაკავებული, მშვიდად უყურებენ.

აუდიო ცხინვალი მტრის ხატს ქმნის?

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების მინისტრმა ბორის ატოევმა განაცხადა, რომ საქართველოს ძალოვანი უწყებები საჩხერისა და კოჯრის სპეციალურ ბაზებზე დევნილი ახალგაზრდების მომზადებას აწარმოებენ და დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს გეგმავენ.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ავთანდილ დემეტრაშვილი

2 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის პროგრამის სტუმარი იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი. მან კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვის წინასწარ შედეგებზე ისაუბრა.

აუდიო ბარაკ ობამა: ერაყში საბრძოლო ოპერაციები დასრულებულია

ერაყში საბრძოლო ოპერაციების დასრულების გამოცხადებასთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ერაყს დაჰპირდა, რომ აშშ მის მეგობრად და პარტნიორად დარჩება. სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, ობამამ გაამართლა ავღანეთში თავისი ქვეყნის ყოფნა

აუდიო მორიგი მსხვერპლი მორიგი მაღალი რანგის ვიზიტის ფონზე

სამი სომეხი და ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა შეტაკებაში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 აგვისტოს მოხდა მთიანი ყარაბახის სადავოდ ქცეული ანკლავის საზღვარზე.

აუდიო ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ერაყი კოშმარი იყო“

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა მემუარები გამოაქვეყნა. ერაყის ომში ამერიკის მოკავშირე თავისი პრემიერობის პერიოდს იხსენებს და წერს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა იმ კოშმარს, რომელიც ერაყში აშშ-ის მეთაურობით ომის დაწყებას მოჰყვა.

01 სექტემბერი 2010

აუდიო დევნილები სამოქალაქო მოძრაობას ქმნიან

დევნილები ორგანიზებას იწყებენ და იურიდიული ფორმალობების გავლით აფუძნებენ სამოქალაქო მოძრაობას. ორგანიზაციის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ათი პროცენტი მოიცვას, ვინაიდან ქვეყანაში მოსახლეობის ათამდე პროცენტი დევნილია.

აუდიო შრომით შეზღუდული თავისუფლება

სულ ახლახან საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც 165 ქვეყნის მაგალითზე პროფესიული კავშირებისა და მშრომელთა უფლებების მდგომარეობაა აღწერილი.

აუდიო ადვოკატები: ციხეებში პატიმრებს სცემეს

ციხეებში პატიმართა ცემის ფაქტებზე საუბრობენ ადვოკატები და პატიმართა ოჯახის წევრები. 19 აგვისტოს ქსნის კოლონიაში ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე პატიმარს და შემდეგ ისინი რუსთავის კოლონიაში გადაიყვანეს.

აუდიო გალში რუსულ და აფხაზურ ენებზე ასწავლიან

საზაფხულო არდადეგების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში პირველი ზარი უკვე დაირეკა. გალის ორ სკოლაში, სადაც სწავლა მხოლოდ რუსულ და აფხაზურ ენებზე მიმდინარეობს, მასწავლებლები სიცოცხლის ფასად ცდილობენ, მოსწავლეებმა ქართული განათლება მიიღონ.

აუდიო პირველი ზარი ერთი პირველკლასელისთვის

ედუარდ კოკოითის გადაწყვეტილებით, დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. ახალგორელი მოსწავლეების ნაწილი 15 სექტემბერს წეროვანის საჯარო სკოლაში აპირებს წასვლას.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: სოსო ცინცაძე

პირველ სექტემბერს დილის გადაცემის სტუმარი იყო პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. საუბრის თემა იყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახალი იდეა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კონფედერაციული ურთიერთობის შესახებ.

აუდიო სამხრეთ ყირგიზეთი სწავლის დაწყებას იმედით და ნერვიულობით ხვდება

სამხრეთ ყირგიზეთში 1 სექტემბერს სწავლა იწყება, თუმცა მშობლები ბავშვების სასკოლოდ აღჭურვაზე მეტად მათ უსაფრთხოებაზე ღელავენ. ჯერ ცნობილი არ არის, რამდენად სტაბილურია მშვიდობა რეგიონში.

31 აგვისტო 2010

აუდიო ერაყში საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყის განთავისუფლების საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად გამოაცხადა დასრულებულად. ამ მოვლენას უკვე გამოეხმაურნენ ერაყის წამყვანი პოლიტიკოსები, რომლებიც შიდა დაპირისპირების გამო ვერ თანხმდებიან მთავრობის ფორმირებაზე.

აუდიო პოლონეთში „სოლიდარობის“ დაარსების 30-ე წლისთავს აღნიშნავენ

ქალაქ გდანსკში 30 წლის წინ მოაწერეს ხელი შეთანხმებებს, რომელთა საფუძველზეც დაარსდა „სოლიდარობა“ - პირველი დამოუკიდებელი პროფკავშირი მთელს „სოციალისტურ ბლოკში“.

აუდიო კონფედერაცია, როგორც ემოციური და მეგობრული კავშირი?

კონფედერაცია აზერბაიჯანთან, მეგობრული ურთიერთობა და საერთო ინტერესები. პრეზიდენტის ამ იდეას მალე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. თუმცა რამდენად იყო საზოგადოება ჩართული ამ საკითხის განხილვაში?

აუდიო სექტემბრიდან ახალგორის პასპორტიზაცია იწყება

ახალგორში ოსურ საგუშაგოსთან უკვე გამოკრულია დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ დაბაში მცხოვრებნი ვალდებულნი არიან ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები და მიიღონ სამხრეთოსური პასპორტები.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ზვიად ქორიძე

31 მაისს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო მედია-ექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელმაც ნაციონალურ არხებზე ახალი ამბების პოლიტიკის იმ თავისებურებებზე ისაუბრა, რომელთაც განსაკუთრებით ბოლო ხანს იჩინა თავი.

30 აგვისტო 2010

აუდიო მერის ანგარიში - ხალხს თუ საკრებულოს?

თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი წევრები მერის საათის შემოღებას მოითხოვენ. მათი თქმით, დედაქალაქის მერმა საკრებულოს ანგარიში წელიწადში სამჯერ უნდა ჩააბაროს. ოპოზიციური პარტია მერის 120 დღიანი პროგრამასაც აკრიტიკებს.

აუდიო პუტინი ვაშინგტონს საქართველოს შეიარაღებაში ადანაშაულებს

გაზეთ კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინი ვაშინგტონს საქართველოს ხელახალ შეიარაღებაში ადანაშაულებს - ისეთსავე შეიარაღებაში, როგორსაც, მისი თქმით, 2 წლის წინათ აგვისტოს ომი მოჰყვა.

აუდიო საერთაშორისო რეკომენდაციები და დევნილთა მოთხოვნები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობის წინ 16 დევნილი კვირაზე მეტია შიმშილობს.

30-05 სექტემბერი 2010

კალენდარი

აირჩიეთ კატეგორია :