უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 80 წლის ფრანგი პენსიონერი პიერ აფნერი მოულოდნელად საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა - მან ბიარიცში მდებარე, ვლადიმირ პუტინის ოჯახთან დაკავშირებული ვილა დაიკავა და კრემლის გავლენის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია წამოიწყო.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. დეპუტატ კან კვარჩიას მიერ რუსეთსა და საქართველოზე გაკეთებულმა განცხადებებმა სოხუმში პოლიტიკური დაპირისპირება გაამწვავა. მოსკოვის კრიტიკას, თბილისთან დიალოგის მოწოდებასა და „სუვერენიტეტის დაცვის“ მოთხოვნებს დე ფაქტო ხელისუფლებისა და პრორუსული ძალების მძაფრი პასუხი მოჰყვა.
40-ზე მეტ ქართული კომპანიისთვის, შესაძლოა, რუსეთის ბაზარი ახლო მომავალში ჩაიკეტოს - განცხადებას ამის შესახებ პრორუსული პარტია - “სოლიდარობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო მდივანი, ბიზნესმენი მამუკა ფიფია აკეთებს. ის “სოლოვიოვ ლაივის” ეთერში იყო მიწვეული.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთში შეხვდა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და „ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკის“ (ICBC) პრეზიდენტებს.
ადამიანის უფლებათა დამცველები ეხმაურებიან მედიაში პოლიციელთა მიერ დაკავებულ ახალგაზრდებზე ძალადობის კადრების გავრცელებასა და შემდგომ სამართალდამცავი უწყებების განცხადებებს, რომ ეს კადრები 2022 წლის ზაფხულშია გადაღებული, ხოლო 3 პოლიციელი 2026 წლის თებერვალში დააკავეს.
ამ ინტერვიუში, ცნობილი სლოვაკ მწერალთან, ესეისტთან და ჟურნალისტთან ვლაპარაკობთ დემოკრატიის დასუსტებაზე, ავტორიტარიზმის დაბრუნებაზე, დეზინფორმაციასა და სიძულვილის ენაზე, რუსულ პროპაგანდაზე, იმაზე, თუ ვინ არიან 21-ე საუკუნის დისიდენტები.
ყაზახეთმა ირანს შესთავაზა, რომ მის ტერიტორიაზე განთავსდეს გამდიდრებული ურანის მარაგი, რათა ხელი შეუწყოს თეირანსა და ვაშინგტონს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. მანამდე 30 წელზე მეტი ხნის წინ ქვეყნიდან აშშ-ში გაიგზავნა ბირთვული იარაღისთვის ვარგისი ურანის დიდი პარტია.
მარტის ბოლოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის 2026 წლის ქონების დეკლარაცია გამოქვეყნდა.
"იანდექსის" ელექტროსკუტერები რუსეთისა და საქართველოს გარდა, სულ რამდენიმე ქვეყანაში შეიძლება შეგხვდეთ, დიდწილად რუსეთის გავლენის არეალებში: ბელარუსში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და სომხეთში.
2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ცენზურის ფარდა ჩამოუშვა - როგორც აშკარა, ისე შეფარული.
საგარეო უწყების მაღალჩინოსანი გიორგი ტაბატაძე ევროკომისიასთან სავიზო საკითხთან დაკავშირებული დიალოგის შემდეგ აცხადებს, რომ „პოზიტიურადაა განწყობილი“.
„საბოტაჟის საქმეზე“ ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო განხილვის ტემპი აჩქარდა. სხდომა, რომელიც 23 ივნისს უნდა გამართულიყო, პროკურატურის შუამდგომლობით, 11 ივნისს გადმოიტანეს; ხოლო მომდევნო პერიოდში სხდომები კვირაში ორჯერ გაიმართება, კვლავ - დახურულ რეჟიმში.
ჩამოტვირთე მეტი