30 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22 წლის კანადელი ტურისტი საიმონ როვენსკი საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით გააჩერეს.
ადამიანის უფლებათა დამცველები ეხმაურებიან მედიაში პოლიციელთა მიერ დაკავებულ ახალგაზრდებზე ძალადობის კადრების გავრცელებასა და შემდგომ სამართალდამცავი უწყებების განცხადებებს, რომ ეს კადრები 2022 წლის ზაფხულშია გადაღებული, ხოლო 3 პოლიციელი 2026 წლის თებერვალში დააკავეს.
ამ ინტერვიუში, ცნობილი სლოვაკ მწერალთან, ესეისტთან და ჟურნალისტთან ვლაპარაკობთ დემოკრატიის დასუსტებაზე, ავტორიტარიზმის დაბრუნებაზე, დეზინფორმაციასა და სიძულვილის ენაზე, რუსულ პროპაგანდაზე, იმაზე, თუ ვინ არიან 21-ე საუკუნის დისიდენტები.
დამნაშავედ ცნეს და 11 წლით დააპატიმრეს 49 წლის კახა კოტორაშვილი, ვალუტის ჯიხურის მეპატრონე, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო რაოდენობის - 665 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებაში იყო ბრალდებული.
მარტის ბოლოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის 2026 წლის ქონების დეკლარაცია გამოქვეყნდა.
2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ცენზურის ფარდა ჩამოუშვა - როგორც აშკარა, ისე შეფარული.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება პირველი ტურნირი, რომელშიც 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ჩატარდება 104 მატჩი და მას 3 მასპინძელი ქვეყანა ეყოლება.
რუსი მამაკაცი, რომელიც მეგობრებთან ერთად ქეიფის შემდეგ გაუჩინარდა, ნათესავებმა რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს სახლიდან შორს, თავდაცვის სამინისტროს გამანაწილებელ ცენტრში, ხელმოწერილი კონტრაქტით.
რთული წლები აფხაზეთის ისტორიიდან, რომლებიც დღეს აღარავის ახსოვს. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ გამოსცა წიგნი: „აფხაზეთი (1917-1921) - მეხსიერების რეკონსტრუქცია“. წიგნის ავტორები - ირაკლი ხვადაგიანი, დავით ხვადაგიანი, გიორგი კანდელაკი - იმ პერიოდის მოვლენებს ახალი პერსპექტივიდან აფასებენ.
საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქციის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 დემონსტრანტი. მათი სასამართლო სხდომები ორ ჯგუფად ჩატარდა და განიხილეს მოსამართლეებმა ნინო თარაშვილმა და დიმიტრი ჯინჯოლიამ.
კიევში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლის აღებამ უკრაინაში კულტურული მეხსიერების, იდენტობისა და დეკოლონიზაციის შესახებ მწვავე დებატები განაახლა. ერთისთვის ბულგაკოვი რუსული იმპერიალიზმის სიმბოლოა, მეორისთვის კი - კიევის მრავალფეროვანი კულტურული სამყაროს ნაწილი, რომლის წაშლაც ისტორიის გადახედვას ნიშნავს.
ჩამოტვირთე მეტი