შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 10:47

მსოფლიო

ერაყში საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია დასრულდა

ერაყში განთავისუფლების საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია სრულდება

ტექსტის ზომა - +
31.08.2010
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყის განთავისუფლების საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად გამოაცხადა დასრულებულად. ამ მოვლენას უკვე გამოეხმაურნენ ერაყის წამყვანი პოლიტიკოსები, რომლებიც შიდა დაპირისპირების გამო ვერ თანხმდებიან მთავრობის ფორმირებაზე.
აგვისტო 2010
31 აგვისტო 2010

აუდიო პოლონეთში „სოლიდარობის“ დაარსების 30-ე წლისთავს აღნიშნავენ

ქალაქ გდანსკში 30 წლის წინ მოაწერეს ხელი შეთანხმებებს, რომელთა საფუძველზეც დაარსდა „სოლიდარობა“ - პირველი დამოუკიდებელი პროფკავშირი მთელს „სოციალისტურ ბლოკში“.

აუდიო კონფედერაცია, როგორც ემოციური და მეგობრული კავშირი?

კონფედერაცია აზერბაიჯანთან, მეგობრული ურთიერთობა და საერთო ინტერესები. პრეზიდენტის ამ იდეას მალე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. თუმცა რამდენად იყო საზოგადოება ჩართული ამ საკითხის განხილვაში?

30 აგვისტო 2010

აუდიო რუსეთში უცნობებმა როკ-კონცერტი დაარბიეს

ჩელიაბინსკში მიმდინარე როკ-ფესტივალზე 29 აგვისტოს რამდენიმე ათეული თავგადაპარსული ახალგაზრდა შეიჭრა. მათ დამსწრეების ცემა დაიწყეს - ურტყეს მსმენელებსაც და პოლიციასაც. ჯერ გაურკვეველია, თუ ვინ იყვნენ თავდამსხმელები და რა უნდოდათ.

29 აგვისტო 2010

აუდიო მკვდარი სეზონი თბილისში და კულტურული გამოცოცხლება მსოფლიოში

გასულ კვირაში იუბილე იზეიმა კინოს ორმა გამოჩენილმა მოღვაწემ: ქართველმა კინორეჟისორმა გიორგი დანელიამ და ბრიტანელმა მსახიობმა შონ კონერიმ. 26 აგვისტოს ერთსაც და მეორესაც 80 წელი შეუსრულდა.

28 აგვისტო 2010

როგორ მოხერხდა ხიმკის ტყის გავლით ავტომაგისტრალის მშენებლობის შეჩერება?

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, შეჩერდა მოსკოვის მახლობლად, ხიმკის ტყის გავლით, ავტომაგისტრალის მშენებლობა. ნუთუ რუსეთის ხელისუფლება ხალხის ნებას დაემორჩილა?

ვიდეო „ახალგაზრდა გვარდია“ და გაყალბებული ვიდეოფილმი

როცა რუსეთის ტყეებში ხანძარი მძვინვარებდა, „ახალგაზრდა გვარდიის“ წევრები სტიქიასთან ბრძოლაში ჩაებნენ და თავიანთი სამაშველო აქცია ფირზეც აღბეჭდეს. მაგრამ სულ მალე რუსეთში გავრცელდა ხმები, რომ ვიდეომასალა გაყალბებულია.

27 აგვისტო 2010

აუდიო რის გამო შეიძლება დაიწყოს ომი რუსეთმა საქართველოსთან?

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთმა საქართველოსთან შესაძლოა ახალი ომი გააჩაღოს. ამ შინაარსის განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 26 აგვისტოს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

”ტოიოტა” წუნის გამო მილიონზე მეტ ავტომობილს იხმობს

ერთ-ერთი უდიდესი იაპონური კონცერნი ”ტოიოტა” შეერთებული შტატებიდან უკან იხმობს მილიონზე მეტ ”კოროლასა” და ”მატრიქსის” მოდელის ავტომობილს. როგორც ”ტოიოტას” წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნულ მოდელებში აღმოჩნდა დეფექტი.

აუდიო რა სურთ სერბებს?

როდესაც საქმე კოსოვოს შეეხება, დასავლეთი და სერბია განსხვავებულ რეალობებში ცხოვრობენ. სერბია კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის პროცესი დასრულებული არ არის, დასავლეთი კი, უფრო და უფრო გაღიზიანებული, საპირისპიროს ამბობს.

აუდიო ოჰანესიანი: აზერბაიჯანის S-300 პრობლემას არ წარმოადგენს

ერთი კვირის წინ რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალითაც, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნა 2044 წლამდე ხანგრძლივდება.

26 აგვისტო 2010

აუდიო აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური ავღანეთიდან ჯარის გაყვანის შესახებ

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაურს გენერალ კონუეის პრეზიდენტ ობამას მიერ დადგენილი ვადა, დაიწყოს ჯარის გაყვანა ავღანეთიდან 2011 წლის ივლისში, თალიბანისთვის იმედის მიმცემ ფაქტორად მიაჩნია.

აუდიო ჰუმანიტარული მისია პოლიტიკური ქვეტექსტით

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა მისიით, უზრუნველყოს საპატიმროდან თავისი თანამოქალაქის, სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტის, აჯალონ მალი გომესის გამოშვება.

25 აგვისტო 2010

რუსული პრესის მიმოხილვა. 24 აგვისტო 2010

პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ადგილი მიუჩინა იქ, სადაც ეს ადგილი უნდა იყოსო, - წერს „იზვესტია“, - ტერიტორიულად შორს პოლონეთისგან. „იზვესტია“ეხმაურება ინტერვიუს, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტმა გაზეთ “რეჩ პოსპოლიტიკას” მისცა.

აუდიო ვის ეწინააღმდეგება სოხუმი - საქართველოს თუ რუსეთს?

აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის მიერ მოსკოვიდან მიღებული პროექტის იგნორირებას არაერთგვაროვანი ვარაუდები და განმარტებები მოჰყვა. საუბარია რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში არსებული სხვადასხვა სახის ქონების დაკანონების პერსპექტივაზე.

აუდიო უკრაინა დამოუკიდებლობის მიღებიდან 19 წლის შემდეგ

უკრაინაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებები ტარდებოდა. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მეცხრამეტე წლისთავს უკრაინას სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ულოცავდნენ.

24 აგვისტო 2010

აუდიო გენერალი პეტრეუსი: ნატო თალიბანთან ბრძოლაში უპირატესობას დაიბრუნებს

BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების მეთაურმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ თალიბანის საბრძოლო აქტიურობა ავღანეთში შექცევადი ხდება.

აუდიო მოსკოვსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა

ჯერჯერობით სიტუაცია ნიადაგის მოსინჯვას უფრო ჰგავს. ავიაკომპანიების ბილეთების დაჯავშნა მხოლოდ ორთვიან ვადაში შეგიძლიათ. ფასებიც შემოვლით გზებზე ძვირია, თუმცა მგზავრობაში ნაკლები დრო იხარჯება - ორ საათზე ცოტა მეტი და თბილისში ხართ.

23 აგვისტო 2010

აუდიო 23 აგვისტო - ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღე

საქართველოში პირველად აღნიშნავენ ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. 23 აგვისტო ხსოვნის დღედ პარლამენტმა 21 ივლისს გამოაცხადა და რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის ხელმოწერას დაუკავშირა.

22 აგვისტო 2010

აუდიო ტურიზმი სამხრეთ კავკასიაში

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის "კავკასიური გზაჯვარედინის" თემაა ტურიზმის მდგომარეობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

21 აგვისტო 2010

რადიოჟურნალი - 846-ე გამოშვება

თავდაპირველად მოგითხრობთ 1300 წელსა გადაწერილი მოქვის ოთხთავის შესახებ, რომელიც გადაუდებელ დიაგნოსტიკასა და რესტავრაციას საჭიროებს. გეტყვით იმის შესახებაც, რომ საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალთა თითქმის ნახევრის სიკვდილიანობის მიზეზი ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოა.

აუდიო რუსეთი სამხრეთ კავკასიაში პოზიციებს იმყარებს

დღეს რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალით, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნის ხანგრძლივობა 2044 წლამდე იზრდება. ამავე დროს რუსეთმა ვალდებულება იკისრა, დაიცვას სომხეთის უსაფრთხოება.

20 აგვისტო 2010

აუდიო გაერო საქართველოში დევნილთა კვების პროგრამას წყვეტს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა დონორთა დაფინანსების სიმცირის გამო საქართველოში დევნილთა კვების პროგრამას წყვეტს. პროგრამას, წესით, კიდევ ერთი წელი უნდა ემუშავა. ალტერნატიული კვების პროგრამა სახელმწიფოს ჯერჯერობით არა აქვს.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: კახა გოგოლაშვილი

20 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. საუბრის თემა იყო რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ერევანში და რუსეთის სამხედრო ბაზის ფუნქციონირების გახანგრძლივება გიუმრიში.

აუდიო უკმაყოფილება „ჯაშუშების რესპუბლიკაში“

„ნიუსვიკმა“ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „ჯაშუშების რესპუბლიკა“. ანა ნემცოვა წერს, სეპარატისტული რესპუბლიკა რუსული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ არის კოლონიზებული, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავსო.

ვიდეო საფრანგეთიდან ბოშებს აძევებენ

საფრანგეთმა ქვეყნიდან ასობით ბოშის გაძევება დაიწყო. მათ სპეციალური რეისებით რუმინეთსა და ბულგარეთში გაამგზავრებენ. საფრანგეთის ხელისუფლების ამ ქმედებას თან ძლიერი კრიტიკა ახლავს.

აუდიო სუტიაგინი: ჯაშუში არ ვარ, მაგრამ შეწყალება ვითხოვე

რუსეთის მოქალაქე, ბირთვული სფეროს მკვლევარი იგორ სუტიაგინი ერთ-ერთი იყო, ვინც დასავლეთში დაკავებულ რუსეთისთვის მომუშავე ჯაშუშებში გაცვალეს. ეს გაცვლა ცივი ომის შემდეგ უდიდესი გარიგება იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ამ სფეროში.

19 აგვისტო 2010

აუდიო მთავარია ადამიანი, ანუ მსოფლიო ჰუმანიტარული დღე

მსოფლიო - უკვე მეორედ - საერთაშორისო ჰუმანიტარულ დღეს აღნიშნავს. გაეროს ეს ინიციატივა, პირველ რიგში, იმ ადამიანთა სახელებისთვის პატივის მისაგებად ამოქმედდა, რომელთაც თავი სხვების დახმარებას შესწირეს.

აუდიო რას ნიშნავს საქართველოსთვის მოსკოვისა და ერევნის სამხედრო დაახლოება?

რუსეთის პრეზიდენტის ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ერევანში გაფორმდება შეთანხმება ქალაქ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის მოქმედების ვადის გახანგრძლივების შესახებ.

18 აგვისტო 2010

აუდიო რა კავშირი აქვს ქვით ჩაქოლვას შარიათის კანონებთან ავღანეთში?

მუსლიმანმა სასულიერო პირებმა და სწავლულებმა დაგმეს ცოლქმრულ ღალატში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა წყვილის ქვით ჩაქოლვის შემთხვევა ავღანეთში. ახალგაზრდა წყვილს ასეთი სასიკვდილო განაჩენი ადგილობრივმა თალიბებმა 15 აგვისტოს გამოუტანეს.

აუდიო რუმინელთა ორი სახელმწიფოს დაახლოების პერსპექტივა და რუსეთი-ევროკავშირი

რუმინეთს მისი ღვიძლი ნაწილი, ბესარაბია, რუსეთმა ოსმალეთთან ერთ-ერთი ომის ბოლოს ჩამოაშორა. მას მერე დღევანდელი მოლდავეთის მიმართ მოსკოვს აქვს სხვადასხვა სიძლიერის პრეტენზია.

აუდიო კარზაიმ უსაფრთხოების კერძო ფირმებზე გაილაშქრა

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უსაფრთხოების კერძო კომპანიებს ოთხთვიანი ვადა მისცა დასაშლელად. კერძო ფირმები ბოლო დროს ადგილობრივი კანონების დარღვევის გამო გააკრიტიკეს. ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ ამ ფირმებს ერაყშიც.

17 აგვისტო 2010

აუდიო მოლდავეთი და საქართველო ევროკავშირისკენ მიდიან

მოლდავეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლისა და პარლამენტის თავმჯდომარის, მიჰაი გიმპუს საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზნად წყალდიდობის შედეგად დაზარალებული იმ მოლდაველი მოზარდების მონახულება სახელდება, რომლებიც ამჟამად ანაკლიის სანაპიროზე ისვენებენ.

აუდიო ავღანეთიდან ჯარის გაყვანის ვადას ჯარების სარდალი ეჭვით უყურებს

გენერალმა დევიდ პეტრეუსმა ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების სარდლობა თვე-ნახევრის წინ ჩაიბარა. პეტრეუსის მიერ ახლახან გამოთქმულ აზრს, რომ პრეზიდენტ ობამას მიზანი - ავღანეთიდან ჯარი 2011 წლის ივლისში გაიყვანონ - შეიძლება ვერ აღსრულდეს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აუდიო ჩინეთმა ეკონომიკის მოცულობით იაპონიას გაასწრო

იაპონიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები გვამცნობენ, რომ ჩინეთმა ამ ქვეყანას ოდნავ გაუსწრო ეკონომიკური მაჩვენებლებით და მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა.

13 აგვისტო 2010

აუდიო ჯორჯ სოროსს 80 წელი შეუსრულდა

12 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა ცნობილ ამერიკელ ბიზნესმენსა და ქველმოქმედს ჯორჯ სოროსს. სოროსის დაარსებული ფონდი - „ღია საზოგადოება“ - მოქმედებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

აუდიო აზიიდან ვრცელდება ანტიბიოტიკების მიმართ ზემდგრადი ბაქტერია

პირებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საავადმყოფოებში მოხვდნენ, ევროპაში და სხვაგან გადააქვთ ანტიბიოტიკის მიმართ ზემდგრადი ბაქტერია.

აუდიო „დანაშაულის აღიარების მიზნით, ირანელი საქინე აშთიანი აწამეს“

ახლახან საქინე აშთიანთან სატელევიზიო საუბარი გადასცა ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ. მან აღიარა, რომ მონაწილეობდა თავისი ქმრის მკვლელობაში და სასიყვარულო კავშირი ჰქონდა ქმრის მამიდაშვილთან.

აუდიო რუსეთში „კურსკის“ ტრაგედიის მეათე წლისთავი აღინიშნა

10 წლის წინ ბარენცის ზღვაში ჩაიძირა რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“. ავარიის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის 118-ვე წევრი. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, „კურსკი“ საკუთარი ტორპედოების აფეთქებამ ჩაძირა.

12 აგვისტო 2010

აუდიო ორი წლის შეთანხმება, რომელიც არ სრულდება

ორი წლის წინ, 2008 წლის 12 აგვისტოს, გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უნდა აღდგენილიყო 7 აგვისტოს სტატუს კვო და რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბრუნებულიყვნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებში.

11 აგვისტო 2010

აუდიო საერთაშორისო სამართალი ”რეალპოლიტიკის” წილ

რა ადგილი უკავია დღეს საერთაშორისო სამართალს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების მოგვარებაში, ცალკეული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში? კერძოდ, რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ომის დასრულებიდან უკვე ორი წლის შემდეგ?

ყირგიზეთის ახალი კონსტიტუციით, პარლამენტი ერთპარტიული ვეღარ იქნება

ყირგიზეთის პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 10 ოქტომბერს გაიმართება. მთავრობა არჩევნების თარიღის გამოცხადებას არ ჩქარობდა.

10 აგვისტო 2010

აუდიო პენტაგონი ძირითადი სამხედრო ხარჯების შემცირებას გეგმავს

ორი ძვირად ღირებული ომი ერაყსა და ავღანეთში და მთავრობის მზარდი ვალები - ეს არის ორი მიზეზი, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს სამხედრო ხარჯების შემცირება.

ჯონ მაკკეინი თეთრ სახლს საქართველოს უფრო აქტიური მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს

აშშ-ის სენატის რესპუბლიკელმა წევრმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა საგანგებო სტატია მიუძღვნა რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავს.

09 აგვისტო 2010

აუდიო მორიგი არეულობა ყირგიზეთში და სტაბილურობის საეჭვო პერსპექტივა

პარასკევს ყირგიზეთიდან ისევ გავრცელდა ინფორმაცია პოლიტიკური დაპირისპირებისა და დაძაბულობის შესახებ: ათასობით ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე - მორიგ საპროტესტო აქციაზე დროებითი მთავრობის წინააღმდეგ.

08 აგვისტო 2010

პრაღაში გაიმართა ქართველთა ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია

პრაღის ცენტრში, ხალხმრავალ პალაცკის მოედანზე, საქართველოს ოცამდე მოქალაქე შეიკრიბა მდუმარე საპროტესტო აქციაზე, რომელიც საქართველოს სათვისტომოს ინიციატივით მოეწყო.

06 აგვისტო 2010

აუდიო არბანა ვიდიშიჩი: კოსოვოს მიმსგავსება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან არასწორია

ორ კვირაზე მეტი გავიდა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცხადებული დადგენილებიდან, რომლის თანახმადაც, კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი სერბიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადებით.

აუდიო მსოფლიო რუსეთის ხორბლის გარეშე

მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდის ტენდენციას ძლიერი იმპულსი შესძინა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ, დროებით შეაჩეროს ხორბლის ექსპორტი. მოსკოვმა ყაზახეთსა და ბელორუსიასაც მოუწოდა, მიბაძონ მის მაგალითს და შეაჩერონ ხორბლის საზღვარგარეთ გატანა.

05 აგვისტო 2010

აუდიო გენერალი პეტრეუსი ავღანეთში მაკკრისტალის გეგმით იმოქმედებს

ნატოსა და შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ახალმა მთავარსარდალმა ავღანეთში გენერალმა დევიდ პეტრეუსმა საბრძოლო მოქმედების წარმოების დირექტივა წარმოადგინა.

აუდიო კლიმატის ცვლილების მძიმე შედეგები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტზე ამინდის გაუარესება უკვე აისახა საკვები პროდუქტის ფასებზე, მათი არნახული გაძვირება და, ზოგიერთ შემთხვევაში, დეფიციტიც გამოიწვია. ფასების მატების ტემპებმა უკვე გაჭენებული ხასიათი მიიღო.

აუდიო რუსეთი ჩეხეთში დაზვერვას ააქტიურებს

ჩეხეთის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ, პრაღაში მომუშავე რუსეთის დიპლომატიური კორპუსის მესამედი მაინც - ანუ მინიმუმ 60 ადამიანი - ჯაშუშია. რუსეთის დაზვერვის სამსახური აგრესიულად მუშაობს და ის მზარდია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში.

აუდიო სომხური ლობი მეთიუ ბრაიზას განდიდატურას ეწინააღმდეგება

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სექტემბრამდე გადადო ამერიკელი დიპლომატის მეთიუ ბრაიზას დამტკიცება შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად აზერბაიჯანში.

04 აგვისტო 2010

აუდიო რას უკავშირდება ბაქოსა და თბილისის ახლებური დაახლოება

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და მუშაობის დაწყება სატრანზიტო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა გარშემოც ბაქომ და თბილისმა დაჩქარებული ტემპებით დაიწყეს ერთობლივი მუშაობა.

თავს დაესხნენ ირანის პრეზიდენტის ავტოკოლონას

ტელეკომპანია ალ-არაბია იუწყება, რომ ხელყუმბარა ესროლეს მაჰმუდ აჰმადინეჟადის დაცვას. ირანის ტელევიზიის ცნობით, თავად პრეზიდენტი არ დაშავებულა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების და თავდამსხმელის დაკავების შესახებ.

03 აგვისტო 2010

აუდიო კრემლი ჩქარობს, მინსკი დროს წელავს, თბილისი იმედოვნებს

მედვედევი ბელორუს კოლეგას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით დადებულ პირობას ახსენებს. სოჭში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, დმიტრი მედვედევმა ლუკაშენკოს 2 წლის წინ ნათქვამი სიტყვები გაიხსენა.

აუდიო დოკუ უმაროვი მიდის, თუმცა ბრძოლას არ წყვეტს

ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერმა დოკუ უმაროვმა ჩრდილოეთ კავკასიის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის პოსტი დატოვა და თავისი მემკვიდრის ვინაობა დაასახელა. 46 წლის უმაროვი ტერორისტთა სიაში რუსეთმაც შეიყვანა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.

02 აგვისტო 2010

აუდიო პაკისტანი ქოლერის ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგას

პაკისტანის ხელისუფლება ცდილობს, გაუმკლავდეს წყალდიდობას, რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ ქვეყნისთვის ყველაზე კატასტროფულად აფასებენ. წყალდიდობამ 1100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

აგვისტო 2010

კალენდარი