პარასკევი, 18 მაისი, 2012 თბილისის დრო 03:05

მულტიმედია / ვიდეოარქივი

შეწყვეტილი აქცია - ჰომოფობიის წინააღმდეგ

შეწყვეტილი აქცია - ჰომოფობიის წინააღმდეგ

ტექსტის ზომა - +
17.05.2012
17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში, ფილარმონიასთან დაწყებული მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა რუსთაველის მოედანთან შეტაკებითა და აქციის სამი მონაწილის დაკავებით დასრულდა.
მაისი 2012
17 მაისი 2012

ვიდეო დაპირისპირება ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე

თბილისში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები სექსუალური უმცირესობების მიმართ სიძულვილს აპროტესტებდნენ. მსვლელობის მონაწილეებს რუსთაველის გამზირთან გზა გადაუღობეს "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "ვახტანგ გორგასლის კავშირის" წევრებმა, რომელთა პროტესტს ზოგიერთი გამვლელი მოქალაქეც შეუერთდა და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

16 მაისი 2012

ვიდეო თბილისი წყალდიდობიდან ხუთი დღის შემდეგ

16 მაისს თბილისის საკრებულოში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო ფინანსებზე იმსჯელეს. 5 დღის წინ თბილისს წყალდიდობამ გადაუარა. დაიღუპა 5 ადამიანი, დაიტბორა სახლები. მოსახლეობა სტიქიის შედეგებს დღემდე ებრძვის.

ვიდეო ჰააგაში დაიწყო რატკო მლადიჩის სასამართლო პროცესი

ჰააგაში დაიწყო ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი გენერლის, რატკო მლადიჩის სასამართლო პროცესი. 70 წლის მლადიჩისთვის წაყენებული 11 ბრალდება მოიცავს გენოციდს, სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. მლადიჩს ბრალად ედება 1995 წელს, სრებრენიცაში, რვა ათასამდე მუსულმანი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვის ბრძანების გაცემა და ბოსნიელი სერბების მიერ სარაევოს ალყის ორგანიზება. თავად მლადიჩი დანაშაულთა ჩადენას არ აღიარებს. ბალკანეთის ომს 90-იან წლებში, ასი ათასამდე ადამიანი შეეწირა (რეიტერის ვიდეო).

ვიდეო ხუთმილიონიანი ჯარიმა

საქართველოს კონტროლის პალატა კომპანია ”მენეჯმენტ სერვისს” პოლიტიკური პარტიებისათვის უკანონო შემოწირულებების განხორციელებაში ადანაშაულებს და მას 5 მილიონ ლარამდე ჯარიმის გადახდას აკისრებს. კომპანიის ხელმძღვანელობა და ადვოკატი კონტროლის პალატის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ბიზნესში უხეში ჩარევაა.

14 მაისი 2012

ვიდეო წყალდიდობა თბილისში

თბილისში ძლიერი ნალექის შედეგად გამოწვეულ ზარალს ითვლიან. ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, ემსხვერპლა თბილისში მომხდარ წყალდიდობას. თბილისის მერიის მიერ შექმნილი შესაბამისი კომისიის ვარაუდით, ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. სტიქიამ ყველაზე მეტად ორთაჭალის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დააზარალა. ამ დროისათვის იქ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ვიდეო წყალდიდობა თბილისში

ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, ემსხვერპლა თბილისში მომხდარ წყალდიდობას, რომელიც ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. საინფორმაციო სააგენტო "სივილ ჯორჯიას" თანახმად, მსხვერპლის შესახებ ცნობას ადასტურებს საგანგებო სიტუაციათა სამსახური. წვიმა დაახლოებით ღამის 10 საათზე დაიწყო და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ვიდეო თავისუფლების დღიურები - ლიკა ლაბაძე

თავისუფლების დღიურები - ლიკა ლაბაძე

13 მაისი 2012

ვიდეო აქცია "არ მოჭრა"

12 მაისს რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა „დედაენის ბაღში“ მოთხოვნით ”არ მოჭრა”. აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივისა” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინიციატივით მოეწყო. აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს თბილისის მერისადმი მიმართვას, განიმარტოს ბოლო დროს დედაქალაქში ხეების მასობრივი ჭრის აუცილებლობა და ის, თუ რას აპირებს ამ თვალსაზრისით მერია მომავალში. მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოების ჩართულობა - ასეთი იყო აქციის მონაწილეების მოთხოვნა.

11 მაისი 2012

ვიდეო ობამა მხარს უჭერს ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ, მისი აზრით, გეი წყვილებს უნდა ჰქონდეთ დაქორწინების უფლება. აშშ-ის ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში, ობამამ აღნიშნა, რომ ეს არის მისი პირადი აზრი და ქვეყნის თითოეულმა შტატმა ამ საკითხზე დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

ვიდეო ქალაქი და მისი სახე - III ნაწილი

რა ქმნის ქალაქის იერს? რა პრობლემები დაგროვდა ურბანისტიკაში? რას ნიშნავს ”ანსამბლის გრძნობა”? ვინ ამახინჯებდა და ვინ ამახინჯებს ჩვენს ქალაქებს? როგორ წარმოჩინდა არქიტექტურა კინოხელოვნებაში და რას ნიშნავს ”არქიტექტურული ფონი”? გიორგი გვახარიას სტუმარია არქიტექტორი ნიკა შავიშვილი.

ვიდეო ქალაქი და მისი სახე - II ნაწილი

რა ქმნის ქალაქის იერს? რა პრობლემები დაგროვდა ურბანისტიკაში? რას ნიშნავს ”ანსამბლის გრძნობა”? ვინ ამახინჯებდა და ვინ ამახინჯებს ჩვენს ქალაქებს? როგორ წარმოჩინდა არქიტექტურა კინოხელოვნებაში და რას ნიშნავს ”არქიტექტურული ფონი”? გიორგი გვახარიას სტუმარია არქიტექტორი ნიკა შავიშვილი.

ვიდეო ქალაქი და მისი სახე - I ნაწილი

რა ქმნის ქალაქის იერს? რა პრობლემები დაგროვდა ურბანისტიკაში? რას ნიშნავს ”ანსამბლის გრძნობა”? ვინ ამახინჯებდა და ვინ ამახინჯებს ჩვენს ქალაქებს? როგორ წარმოჩინდა არქიტექტურა კინოხელოვნებაში და რას ნიშნავს ”არქიტექტურული ფონი”? გიორგი გვახარიას სტუმარია არქიტექტორი ნიკა შავიშვილი.

07 მაისი 2012

ვიდეო თავისუფლების დღიურები - მამუკა კაციტაძე

თავისუფლების დღიურები - მამუკა კაციტაძე

04 მაისი 2012

ვიდეო კინოკამერა და მორალი - III ნაწილი

დოკუმენტურ კინოში, ტელევიზიაში, ხშირია ადამიანის უფლებათა დარღვევა. დიდია ცდუნება, კამერამ გადააბიჯოს ეთიკის ზღვარს და ამ ცდუნებას ზოგჯერ ვერ უმკლავდებიან ხოლმე. ამ თემაზე გიორგი გვახარიასთან ერთად საუბრობენ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და კინოდოკუმენტალისტი ლია ჯაყელი.

ვიდეო კინოკამერა და მორალი - II ნაწილი

დოკუმენტურ კინოში, ტელევიზიაში, ხშირია ადამიანის უფლებათა დარღვევა. დიდია ცდუნება, კამერამ გადააბიჯოს ეთიკის ზღვარს და ამ ცდუნებას ზოგჯერ ვერ უმკლავდებიან ხოლმე. ამ თემაზე გიორგი გვახარიასთან ერთად საუბრობენ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და კინოდოკუმენტალისტი ლია ჯაყელი.

ვიდეო კინოკამერა და მორალი - I ნაწილი

დოკუმენტურ კინოში, ტელევიზიაში, ხშირია ადამიანის უფლებათა დარღვევა. დიდია ცდუნება, კამერამ გადააბიჯოს ეთიკის ზღვარს და ამ ცდუნებას ზოგჯერ ვერ უმკლავდებიან ხოლმე. ამ თემაზე გიორგი გვახარიასთან ერთად საუბრობენ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და კინოდოკუმენტალისტი ლია ჯაყელი.

02 მაისი 2012

ვიდეო საპროტესტო აქცია ”დაისაჯონ მკვლელები”

”დაისაჯონ მკვლელები” - საპროტესტო აქცია ამ ლოზუნგით 2 მაისს დილის თორმეტი საათიდან დაიწყო და 2 საათზე კორტებთან გაგრძელდა. სწორედ იმ ადგილას, სადაც 2006 წლის 2 მაისს შსს-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულური დაიღუპნენ. ვაზაგაშვილის და ხუბულურის ფოტოებმიკრულმა, 30 ავტომობილისგან შემდგარმა კოლონამ ჯერ ძალოვანი სტრუქტურების შენობებთან გააპროტესტა ექვსი წლის წინ მომხდარი ძალადობა, შემდეგ კი ხმაურიანი სიგნალით შეუერთდა კორტებთან გამართულ აქციას.

01 მაისი 2012

ვიდეო შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 22-ე შეხვედრა, რომელზეც დაკავებულების გათავისუფლების საკითხი განიხილეს. მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების განაღმვა მოხდება და გამნაღმველებს პრობლემები არ შეექმნებათ. გარდა ამისა, ოსური დელაგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა განაცხადა, რომ თუ შესაბამის დავალებას მიიღებს, ერგნეთის ბაზრის გახსნის საკითხს მომავალი შეხვედრებისთვის მოამზადებს. მომდევნო შეხვედრა 25 მაისს გაიმართება.

მაისი 2012

კალენდარი