კვირა, 26 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 06:53

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი: ომის თემა დღემდე ბურუსითაა მოცული

გორი, 2008 წლის 9 აგვისტოგორი, 2008 წლის 9 აგვისტო
x
გორი, 2008 წლის 9 აგვისტო
გორი, 2008 წლის 9 აგვისტო

მულტიმედია

აუდიო
„აგვისტოს ომის თემა დღემდე ბურუსითაა მოცული”, -  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 10 აპრილს, მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე. მისივე სიტყვებით, თუ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიება ჩატარდება და პრეზიდენტს სასამართლოზე დაკითხავენ, ეს ნორმალური და კულტურული მოვლენა იქნება. აგვისტოს ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულთა გამოძიების შესაძლო დაწყების შესახებ პირველად საქართველოს იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა 8 აპრილს. დადგება თუ არა დღის წესრიგში აგვისტოს ომის მიზეზთა და სამხედრო დანაშაულებათა გამოძიების საკითხი და როგორ აფასებენ ხელისუფლების ამ მოსალოდნელ ინიციატივას ოპონენტები?

სასამართლოს წესით პრეზიდენტის გასამართლება უკულტურობა არ არის და თუ ამის აუცილებლობა შეიქნა და აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობა გაჩნდა, ამას პრეზიდენტიც გაგებით უნდა მოეკიდოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მედიასაშუალებების ხელძღვანელებთან შეხვედრისას, როდესაც მას აგვისტოს ომის დაწყებისა და სამხედრო დანაშაულებათა გამოძიების შესაძლო განახლების შესახებ ჰკითხეს:
ბიძინა ივანიშვილიბიძინა ივანიშვილი
x
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

”მე პირადად ბევრი შეკითხვა მაქვს. მეც ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება, პრეზიდენტის მეთაურობით,  არაადეკვატურად მოიქცა იმ სიტუაციაში. გაუმართლებლად მიმაჩნია ის, რომ საჯარისო ნაწილები მოქმედებაში მოვიდა და დაიწყო საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთი გადმოლახავდა საზღვარს. გაურკვეველი ბანდფორმირებები ისროდნენ. აბსოლუტურად ადეკვატური იქნებოდა ჩვენი პრეზიდენტისა და  ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო მონიტორინგის და დამკვირვებლების მოწვევა და, ამის სანაცვლოდ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაურკვეველია, რატომ გაკეთდა ასეთი სვლა და იმის შემდგომი პროცესებიც ძალიან ბევრ კითხვას იწვევს, ჭორების დონეზე რაც მუსირებს საზოგადოებაში”.

ბიძინა ივანიშვილი არ ფიქრობს, რომ  აგვისტოს ომის მოვლენების ხელახალი გამოძიება საქართველოს იმიჯს აზარალებს ან ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პროცესს შეუშლის ხელს. 

აგვისტოს ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებათა გამოძიების დაწყების შესახებ პირველად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა 8 აპრილს.  მან თქვა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო კოლეგიის პროკურორები საქმის გამოძიებას მოითხოვენ და მას, როგორც იუსტიციის მინისტრს, ურჩევნია საქმე ქართველმა პროკურორებმა გამოიძიონ, ვიდრე ის ჰააგაში გაიგზავნოს გამოსაძიებლად:

”ჩემი  და მთავარი პროკურორის მიზანია აგვისტოს ომი გამოვიძიოთ ჩვენ თვითონ. ამას გვავალდებულებს რომის სტატუტი, მაგრამ თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით და არ აღმოვჩნდით საკმარისად პროფესიონალები ან საკმარისი პოლიტიკური ნება არ გვექნა ამისთვის, მაშინ ჩვენ იძულებულები ვიქნებით დავემორჩილოთ ჰააგის პროცესს და ეს საქმე წავიდეს საერთაშორისო რეჟიმში განხილვის დონეზე. ეს არ არის ჩემი მიზანი და მე არ მგონია, რომ ქართველი ხალხისთვის სასურველი რამ იყოს”.
რეალურად პროკურატურამ უნდა გაიაროს ძალიან საფრთხილო ზოლზე, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს ქართული სახელმწიფოებრიობის რღვევა და ამას არავინ არ აპატიებს...

ის, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით სხვადასხვა საგამოძიებო საკითხი მართლაც არსებობდა, ადასტურებს ომის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე,  ყოფილი დეპუტატი პაატა დავითაია. მისი სიტყვებით, კომისიის მოვალეობაში დანაშაულთა გამოძიება არ შედიოდა, მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები დაიდო. სხვა დანარჩენი საგამოძიებო საკითხები, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მოქმედებები და ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ინფორმაცია  პროკურატურას გადაეგზავნა, მაგრამ რა განვითარება მოჰყვა მას, პაატა დავითაიასთვის ცნობილი არ არის. ამასთან, პაატა დავითაიას სიტყვებით, ევროკავშირის ეგიდით შექმნილმა ფაქტების დამდგენმა კომისიამ, ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, ვერ დაადგინა გენოციდის ფაქტები და ვერც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშული და, შესაბამისად, საქმე ჰააგაში არ გაგზავნილა. ამდენად, ჰააგა საქმის გამოძიებას ვერ მოთხოვდა, თუმცა, მისივე სიტყვებით, ჰააგაში შესული რამდენიმე ათასი სარჩელის  გამო ჰააგის პროკურორები  დროდადრო ინტერესდებიან, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება საქართველოში. სამხედრო დანაშაულებათა  გამოძიების დაწყებას პაატა დავითაია მხარს უჭერს იმ თვალსაზრისით, რომ საგამოძიებო მასალა მართლაც ბევრია, თუმცა, მისივე სიტყვებით,  ამას მოჰყვება საქართველოს იმჟამინდელი  მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენება და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პროცესსაც პრობლემები შეექმნება:

”აღიარებითი პროცესები დაიწყება აფხაზეთის და ცხინვალის. ამას მოჰყვება ის, რომ რუსეთი ოკუპანტი არ იქნება. რეალურად, ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ჰააგას და ეს არის ქვემდებარე პუნქტი  - დანაშაული აგრესიის წინააღმდეგ და აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელდა და თუ პროკურატურა ამას გამოიძიებს და მიმართავს ჰააგის პროკურატურას იმიტომ, რომ  ვერ აკონტროლებს აფხაზეთს და ცხინვალს, ქვემდებარეობა მაშინ არის ჰააგის და ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი და მაშინ კარგია, მაგრამ იმ პოლიტიკურ ფონზე, როცა მიდის ლაპარაკი,  ეს გამოიწვევს ქვეყნისთვის კატასტროფას. რეალურად პროკურატურამ უნდა გაიაროს ძალიან საფრთხილო ზოლზე, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს ქართული სახელმწიფოებრიობის რღვევა და ამას არავინ არ აპატიებს”.

ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოიძიონ აგვისტოს ომის მოვლენები, ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს საპარლამენტო უმცრესობის წევრი გიორგი კანდელაკი. მისი სიტყვებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამით საკუთარი პოზიციების რუსეთის ხელისუფლების პოზიციებთან დაახლოებას ცდილობს. გიორგი კანდელაკის თქმით, ის, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა, რომლებიც სამშვიდობო ძალებში არ შედიოდნენ, 7 აგვისტომდე  გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი, ყველამ კარგად იცის:

გიორგი კანდელაკიგიორგი კანდელაკი
x
გიორგი კანდელაკი
გიორგი კანდელაკი
”რუსები იტყვიან, რომ აი, ბატონო, ქართველები თვითონ ამბობენ, რომ თვითონ არიან დამნაშავეები და ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს აღიარებების ახალი ტალღა  და საქართველოს პოზიციების ძალიან მნიშვნელოვანი შესუსტება, ისევე როგორც, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შემოთავაზებულმა ცვლილებებმა. მე, უბრალოდ, ვარ გაოგნებული და, ჩემი აზრით, ამ ქვეყნის ყოველი პატრიოტი მოქალაქე, ვისაც არ უნდა უჭერდეს იგი მხარს და რა პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, ვისაც გული შესტკივა საქართველოს პოლიტიკურ მომავალზე, დღეს არის აღშფოთებული”.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ზაქარია ქუცნაშვილის სიტყვებით კი, ომის დანაშაულებათა  გამოძიება ჰააგის პროკურორების მოთხოვნაა და რომის წესდება საქართველოს ამ საკითხების გამოძიებას ავალდებულებს:

”თეა წულუკიანი სწორედ ამას გამოეხმაურა, როცა თქვა, რომ, ეროვნული სუვერენიტეტიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ გამოვიძიოთ, თუკი თქვენი მოთხოვნაა, იმიტომ რომ რომის წესდება გვაძლევს საშუალებას თვითონ გამოვიძიოთ ან მივცეთ  ჩვენი ტერიტორია საგამოძიებოდ ჰააგის პროკურორებს. და ამაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება  ბატონმა ბიძინამაც, რომ კითხვის ნიშნებია, მათ შორის, ომის დაწყებაზეც, იმიტომ რომ შეიძლებოდა ამ პროვოკაციის თავიდან აცილება”.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით საგანელიძის სატელევიზიო კომენტარის მიხედვით, შესაძლოა ომის საკითხების გამოძიების კომისია პარლამენტშიც შეიქმნას, თუმცა ამ ინფორმაციას ზაქარია ქუცნაშვილი არ ადასტურებს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
11.04.2013 22:27
ეს ომის ხელახალი გამოძიების ამბავი ნაღდად პუტინის საშინაო დავალებაა ბიძინასათვის.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
11.04.2013 18:24
2004 წელის ბოლოს პუტინის პირდაპირი დირექტივით შეიქმნა 6 ოსური ბატალიონი ცხინვალში. ეს არის ასე სამი ათასი კაცი დაახლოვებით, პლიუს დამატებითი მილიცია, დაზვერვები და ა.შ.

პირდაპირ ეთერში აღიარა რუსების წინასწარ მომზადება ჯერ: რუსები სადესანტო ჯარების მთავარსარდალმა, შემდეგ სახმელეთო ჯარების სარდალმა, შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს უფროსმა მაკაროვმა და თუ არ ვცდები ბოლოს პუტინმაც იგივე გაიმეორა.

მაგალითად ივლისის ბოლოს რუსების დესანტი უკვე მერამდენჯერ განთავსდა სოფელ ნურის და უკან მიმდებარე ტერიტორიებზე. მათი დამხრებით ოსებმა გაანადგურეს ქართული ჯავშანტექნიკა. გამოიყენეს საკმაოდ კარგი მართვადი ანტისატანკო დანადგარი ფაგოტები.

მათი გამონათქვამები დასავლეთში არავის იმდენად არ შეუმჩნევიათ, როგორც ბატონი ჩვენი პრემიერის გამონათქვამს გაასმაგებენ რუსეთის კარგად მომზადებული პიარ ორგანიზაციები.

საერთოდ 2008 აგვისტოს ომის შესახებ ბევრი რამ მართლა გაუგებარია, მაგრამ ჩვენი ჯარების თავდასხმით არ უნდა დაწყებულიყო "გამოძიება". განსაკუთრებით მაშინ, როცა აგვისტოს პირველ დღეებში შშს და მშვიდობისმყოფელები დაუპირისპირდენენ რუსებს და ქართული ჯარი შემდეგ ჩაება. ვინ აწვდის ამ კაცს ასეთ ცნობებს?

სააკაშვილმა და მისმა არაკვალიფიცირბეულმა ხროვამ რაც მიქარა ეს გასაგებია, მაგრამ ომში ჯერ ჩვენი ჩართვა და მერე რუსების ოსების და აფხაზების მხსნელად მოხსენიება ნადვილად არ წაგვადგება.

ავტორი: ყარაბას ბარაბასი
11.04.2013 12:33
სწორეა. ქართულ სოფლებს ესროდნენ კრემლის,ლუბიანკას და გრუს მიერ შექმნილ-შეიარაღებულ-აფინანსებული გაურკვეველი ბანდები და ამიტომ სააკაშვილს ცხინვალისთვის კი არა, როგორც ოდესღაც რუსეთის ვიცე პრეზიდენტი რუცკოი მოითხოვდა, პირდაპირ კრემლისთვის უნდა დაერტყა. აწი აღარ შეცდეთ.

ავტორი: ანონიმი
11.04.2013 03:03
ბურუსი ოცნებისტების თავებშია.....

ავტორი: Io საიდან გვწერთ: saxlidan
11.04.2013 02:58
ეს კაცი საქართველოს ძირგამოსათხრელად არის მოვლენილი აშკარად, ერის ჭეშმარიტი მოღალატე და დამანგრეველი. საქართველოს სახელმწიფოს გეგმაზომიერ დემონტაჟს ეწევა გამალებული.

აი მართლა ტრიბუნალი ვის არ ასცდება!...

ავტორი: ანონიმი
11.04.2013 00:56
ბურუსით არის მოცული პრემიერის პოლიტიკური მსოფლმხედველობა.

ავტორი: mamuka საიდან გვწერთ: tbilisi
10.04.2013 23:07
ყველამ იცის მსოფლიოში თუ რა დანაშაულებები ჩაიდინა კაცობრიობის წინააღმდეგ სააკაშვილმა და მისმა ნაცბანდამ.ასე რომ ამ კაცთმოძულეებს ჰააგის ტრიბუნალი არ ასცდება.დამნაშავე უნდა დაისაჯოს ვინც არ უნდა იყოს.არ არსებობს სამართალი?არ იარსებებს მომავალი!

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
10.04.2013 22:09
სახელმწიფო რა არის ეგ თუ იცის ბიძინამ ?
ამის მერე ვის ეპარება ეჭვი იმაში,რომ ეს კაცი რუსეთის გამოგზავნილია და პუტინის დავალებებს ასრულებს? რაც აირჩიეს, მიზანმიმართულად ძირს უთხრის ამდენი წვალებით ფეხზე წამოყენებულ ქართულ სახელმწიფოს.
21 საუკუნის ორჯონიკიძე- ივანიშვილს შეიძლება თამამდ ვუწოდოთ.

სხვა მასალები

აუდიო გახდით ლისისტრატეები!

პოლიტიკაში წასულ კაცებს რომ რაღაც უცნაური სჭირთ და მათთვის მრავალგვარი პრობლემისა თუ კომპლექსის საკომპენსაციო ადგილია პოლიტიკა, ეს მარკესამდე და ჩვენამდე ოცდახუთი საუკუნით ადრე, არისტოფანემ აღწერა თავის შედევრში “ლისისტრატე”.
გაგრძელება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა

მიმდინარე კვირაში პრესა ბევრს წერდა ევროკომისიის ახალი პრეზიდენტის დამტკიცებასა და სირიის ქალაქ კობანისთვის მიმდინარე ბრძოლაზე.
გაგრძელება

აუდიო სავიზო რეჟიმი სამხრეთ კავკასიაში

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ყოველკვირეული პროგრამის, კავკასიური გზაჯვარედინის დღევანდელი გადაცემის თემაა სავიზო რეჟიმი.
გაგრძელება

აუდიო სხვაობა ექსპორტსა და „სუფთა ექსპორტს“ შორის

საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ლიდერობას ინარჩუნებს მსუბუქი ავტომობილების ქვეჯგუფი, რომელიც მთლიანი ექსპორტის თითქმის 20 პროცენტია.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული