საქართველოში ბევრი ჯერაც ირონიით უყურებს ცხოველთა დამცველებს - „რა დროს ცხოველების დაცვაა, როცა ადამიანი ვერ დაგვიცავს?“ - ასე ამბობენ ხოლმე ცხოველთა დამცველებზე, რომელთაგანაც ერთ-ერთი, თინა ჭავჭანაძე, „წითელი ზონის“ მორიგი გადაცემის სტუმარია.
გიორგი გვახარიას პროგრამა ამჯერად ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის პრობლემას ეძღვნება.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.